ფსიქოლოგმა შენონ კაიზერმა წარმოადგინა იმ ნიშნებისა თუ ფაქტების სია, რომლებიც ეხმარება ადამიანებს გაიგონ, მიაღწიეს თუ არა წარმატებას ცხოვრებაში.
საკმარისია, უბრალოდ შეჩერდეთ, შეაფასოთ საკუთარი დამსახურებები და ცხოვრება კვლავ დაიბრუნებს აზრსა და ხიბლს.
1. თქვენი ურთიერთობები ოჯახში ბევრად მშვიდი გახდა, ვიდრე ადრე.
2. თქვენ არ გაქვთ ბევრი ფული, მაგრამ მაინც საინტერესოდ ატარებთ დროს.
3. თქვენ არ გეშინიათ ითხოვოთ დახმარება ან თანადგომა.
4. გიხარიათ შინ დაბრუნება.
5. სულ უფრო მაღალ მოთხოვნილებებს უყენებთ საკუთარ თავს.
6. თავისუფლდებით იმ ნივთებისგან/ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლიან.
7. ხშირად მოგწონთ საკუთარი თავი სარკეში.
8. წარმატებით ეწინააღმდეგებით თქვენს შინაგან კრიტიკულ მეს და სწავლობთ, უპირატესობა მიანიჭოთ პოზიტიურ აზრებს.
9. თქვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თქვენ გამო.
10. თქვენ უკვე იცით, რომ წარუმატებლობა და დაბრკოლებები წინსვლის შემადგენელი ნაწილია.
11. თქვენ გეუბნებიან "მე შენ მიყვარხარ", თანაც სხვადასხვა ადამიანი.
12. თქვენ იღებთ იმას, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ და ცვლით იმას, რისი მიღებაც არ შეგიძლიათ.
13. წუწუნის მაგივრად ახლა მოქმედებთ.
14. თქვენ არ ადანაშაულებთ მშობლებს და იღებთ მათ ისეთებად, როგორებიც ისინი არიან.
15. აღარ განაღვლებთ ის, თუ რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფები.
16. თქვენ გახარებთ თქვენი ყოფილის ბედნიერება და ის, რომ მან თავისი გზა მონახა.
17. თქვენ შეგიძლიათ აღიაროთ და აღნიშნოთ სხვისი წარმატება.
18. საკუთარ თავს აძლევთ იმის უფლებას, მიეცეს გრძნობებს და შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ ეს გრძნობა.
19. გაქვთ ჰობი, რომლისთვისაც გრჩებათ დრო და ენერგია.
20. შეგიძლიათ სწორად მიიღოთ კომპლიმენტები.
21. თქვენს ცხოვრებაში არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებსაც მოუთმენლად ელით.
22. გაქვთ მიზნები, რომლებსაც უკვე მიაღწიეთ.
23. შეგიძლიათ თანაგრძნობა.
24. გიყვართ საკუთარი საქმე.
25. თქვენ შეგიძლიათ სიყვარული და გაქვთ უნარი, მიიღოთ სხვისგან სიყვარული.