შფოთიანი აზრები უსიამოვნო რამაა და როდესაც ისინი ჩნდება, თქვენი მთავარი მიზანი - მათგან რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებაა.
ეს მარტივი რეკომენდაციები ამაში დაგეხმარებათ:
1. მოახდინეთ ფოკუსირება სუნთქვაზე
ხელისგულები დაიდეთ მუცელზე და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ. დათვალეთ - ერთი - ჩასუნთქვა, მეორე - ამოსუნთქვა. ყურადღება მიაქციეთ სხეულის მოძრაობას. უმეტეს შემთხვევაში, 10 წამია საკმარისი, რომ დამშვიდდეთ.
2. ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს
მოსახერხებელია ფეხებისთვის იატაკზე დგომა? კარგად გიწყვიათ ხელები კლავიატურაზე? სკამის საზურგეს აწვებით ზურგით? ნებისმიერი შეგრძნება, რომელიც რეალობაში გაბრუნებთ, დაგეხმარებათ სევდიანი ფიქრების დაძლევაში. როგორც კი იგრძნობთ, რომ სევდა შემოგაწვათ, ფოკუსირება შეგრძნებებზე გადაიტანეთ.
3. წარმოიდგინეთ მზის სინათლე, რომელიც ციდან იღვრება
ვითომ პლაჟზე წევხართ და მზე პირდაპირ სახეზე განათებთ. თქვენი სხეულის ყოველ უჯრედს სითბოთი ავსებს. დაე, სინათლემ და სითბომ აღმოფხვრას ემოციური გადატვირთვა.
4. უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რაც თქვენს თავში ხდება
დიახ, ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ სცადეთ, არ გააძევოთ გონებიდან მშფოთვარე ფიქრები. დაჯექით და მშვიდად ჩაიძირეთ მათში, ყოველგვარი შიშის გარეშე. ამგვარად, ტვინი დამატებით თავისუფალ ნეიტრონულ კავშირებს მიიღებს, რომ სწრაფად გაერკვეს ნეგატივში.
5. ესაუბრეთ საკუთარ თავს, როგორც მეგობარს
ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გიყვართ ყველაზე მეტად. კონცენტრაცია მოახდინეთ ამ ფიქრებზე. რამდენიმე წამის შემდეგ სიმსუბუქეს იგრძნობთ, თითქოს თქვენი მეორე „მე“ თქვენგან წავიდა და თან გაიყოლა უსიამოვნო ფიქრები.
წყარო: cosmopolitan