ფსიქო
როგორ ამოვიცნოთ შესაძლო პედოფილი - პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი
როგორ ამოვიცნოთ შესაძლო პედოფილი - პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი
სამწუხაროდ, ბოლო წლებში პედოფილების თემა აქტუალური და მწვავე გახდა. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც მომრავლდა და სიტყვა პედოფილი აღარ არის უცხო არავისთვის.

როგორ ამოვიცნოთ პედოფილი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე

პედოფილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი - მდიდარი, ღარიბი, მოხუცებული თუ ახალგაზრდა; ასევე, განათლებული თუ გაუნათლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ადამიანს აერთიანებს ერთი
საერთო ნიშანი, არ შეიძლება ყველა ამ თვისების მატარებელი ადამიანი პედოფილის რიგებში ჩაწეროთ. მაგრამ ამ ნიშნების ცოდნამ, რომელსაც დაემატება საეჭვო ქცევები, შეიძლება აგარიდოთ დიდ უბედურებას.
ხშირად ეს მამაკაცი 30 წელზე მეტისაა.
სამეგობრო წრე სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება. თუ ქორწინებაში იმყოფება, მისი ურთიერთობა მეუღლესთან "მეგობრულია" - სექსის გარეშე. სამსახური აქვს დაბალშემოსავლიანი ან საერთოდ უმუშევარია (თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანებიც უმხელიათ პედოფილობაში, ვატიკანში კი დღესაც აღძრულია არაერთი საქმე პედოფილი კათოლიკე მღვდლების წინააღმდეგ...).

პედოფილია (ძვ. ბერძნ. παιδ — ბავშვი и φιλία — სიყვარული)
— ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოლვა უჩნდებათ როგორც პრეპუბერტატული, ასევე პუბერტატული ასაკის ბავშვების მიმართ. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ჰგავს ფეტიშის როლს. განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით “პედოფილია” აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით “ნიმფოფილია” განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი. წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30