ფსიქო
8 მარტივი მიზეზი, რომელიც ლამაზს გხდის
8 მარტივი მიზეზი, რომელიც ლამაზს გხდის
იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ ვარცხნილობაში ან კარიერულ წარმატებაშია? რაში იპოვით სილამაზის საიდუმლოს თქვენთვის?
1. სულიერი სიმშვიდე

Image result for woman relax in nature   gif
ცხოვრება თავისით იქცა ხელოვნებად, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, ის სრულყოფილებამდე მივიყვანოთ. სულიერი წონასწორობა აბსოლუტურად ბუნებრივად უნდა მოვიდეს, როგორც ტალღები ან უბრალოდ სუნთქვა. როდესაც თავისუფალი წუთი გექნებათ, შეეცადეთ, წყნარ, მშვიდ ადგილას განმარტოვდეთ, დახუჭოთ თვალები და
სუნთქვითი ვარჯიში გააკეთოთ, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ.
ისუნთქეთ ღრმად. ეცადეთ, ამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ჩასუნთქვა.
შეიგრძენით სუნთქვა, როგორ შედის გრილი ჰაერი თქვენს ფილტვებში. ეს ტექნიკა გამოგადგებათ ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ნერვები გიღალატებთ და გადაიღლებით.
2. ცოტა ეგოიზმი

Image result for woman manikiur      gif
შავი პერიოდი ცხოვრებაში ჩვენს გარეგნობაზეც აისახება. თვალების ქვეშ მუქი ჩრდილები ჩნდება. არსებობს უკუკავშირი: გვგონია, რომ ჩვენი წარუმატებლობები იმის ბრალია, რომ ცუდად გამოვიყურებით. რეალური მიზეზი კი უკანა პლანზე გადადის. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი უიმედოდ გვეჩვენება, საკმარისია, უბრალოდ ცოტა დრო გამოუყოთ საკუთარ თავს. გაიკეთოთ ლამაზი მანიკიური, ვარცხნილობა - აიმაღლოთ თვითშეფასება. გარეგნობაზე ზრუნვამ უნდა შთაგაგონოთ.
3. სურნელი
Image result for woman spa       gif
ეჭვგარეშეა, რომ სურნელის ალქიმია განწყობაზე მოქმედებს და თვითშეფასების კოეფიციენტს მაღლა სწევს. ლანდიშის, ვარდის, ეთერზეთების, ვანილის, ფიჭვის და ა.შ. სუნი სტრესს ხსნის. მიიღეთ არომატული აბაზანა და დაისხით სუნამო.

4. სასიხარულო ემოციები

Image result for woman happy       gif
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილი საუკეთესო საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ. როდესაც ვიღიმით და ვიცინით, ჩვენ ნეგატიური ემოციებისა და მძიმე ფიქრებისგან ვთავისუფლდებით.
5. ენერგიული გარბენა
Image result for woman run gif
ეს იდეალური საშუალებაა რთული დღის შემდეგ დაძაბულობის მოსახსნელად. ეცადეთ დღეში მინიმუმ 25 წთ ირბინოთ. სირბილის დროს მოუსმინეთ მუსიკას. ჯერ სიარულით დაიწყეთ და ტემპს ნელ-ნელა მოუმატეთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ უცბად არ უნდა გაჩერდეთ.
6. დეალური მაკიაჟი

Image result for woman makeup gif
არ შეგეშინდეთ, რომ მაკიაჟის კეთებისას ბევრი დრო დაგეხარჯებათ. ნუ იჩქარებთ. დატკბით ყოველი წუთით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კოსმეტიკის წასმა საკუთარ ძალებში გვარწმუნებს და თვითშეფასებაც იზრდება.
7. მზის სხივები

Image result for sun nature  gif
მზის უარყოფით ზემოქმედებაზე ვიცით, მაგრამ მის სხივებს დადებითი ეფექტიც აქვს - მას შეუძლია დეპრესიისგან განკურნება. ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ადუნებს კუნთებს და ორგანიზმს გამძლეობას მატებს. 15 წთ სეირნობა დილაობით საკმარისი იქნება, რომ აუცილებელი ენერგია მიიღოთ.
8. სწორი მიდგომა

Related image
იმისათვის, რომ სილამაზის შეგრძნება მუდამ გვქონდეს, დიდი ძალისხმევაა საჭირო. დღე ისე უნდა დავგეგმოთ, რომ აუცილებლად დაგვრჩეს დრო საკუთარი თავისთვის. შეადგინეთ საკუთარი ”სილამაზის დღიური”, სადაც ჩაიწერთ ყველა დაგეგმილ სილამაზის პროცედურას, დიეტას და ვარჯიშების კურსს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31