ფსიქო
ცნობილი ფსიქოლოგი გვასწავლის სამ რიტუალს, რომლის დახმარებით, ბავშვი მშობლის სიყვარულს შორი მანძილიდანაც იგრძნობს
ცნობილი ფსიქოლოგი გვასწავლის სამ რიტუალს, რომლის დახმარებით, ბავშვი მშობლის სიყვარულს შორი მანძილიდანაც იგრძნობს
პატარა ბავშვები მეტად არიან მიჯაჭვულები მშობლებზე და სურთ, მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ. კვლევით დადგინდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ყოფნისას, მშობლებთან განშორებით, პატარები სტრესს განიცდიან. ფსიქოლოგმა დებორა მაკნამარამ წიგნში "თამაში. დასვენება. განვითარება" რამდენიმე საიდუმლო გაგვიმხილა.

1. მოიპოვეთ ბავშვის ყურადღება

ბავშვმა თქვენგან მეტი ყურადღება უნდა მიიღოს. ხშირად ჩაეხუტეთ, გაუღიმეთ. მნიშვნელოვანია
მხედველობითი კონტაქტი, თავის დაქნევა, შეხება.
მიდით ბავშვთან, დაინტერესდით, როგორ გაატარა დღე ან ჩაერთეთ მის თამაშში. ეს დაგეხმარებათ, თბილი და ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ.



2. ურთიერთობის წრე

მშობელს არ შეუძლია მთელი დღე ბავშვთან ერთად გაატაროს. მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც ბავშვს ანდობს. ამასთანავე, დედამ უცხო ადამიანსა და ბავშვს შორის ჯანსაღი ურთიერთობის განწყობა უნდა შექმნას.
მშობელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და გააცნოს ბავშვს ის ადამიანი, რომელთანაც მას დატოვებთ. ამგვარად ბავშვი მიხვდება, რომ დედა და მამა მას ცუდ ადამიანს არ ჩააბარებს.


ბავშვი უცხო ადამიანს უკეთ დაუმეგობრდება, თუ მასთან რაიმე საერთო ექნება: ეს შეიძლება იყოს გარეგნობა, ჩაცმულობა, ინტერესები, მისწრაფებები და ა.შ.
თანაც, თუ ბავშვი გრძნობს, რომ უფროსებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ, თავადაც მშვიდად გრძნობს თავს.
რაც უნდა დიდი ურთიერთობის წრე ჰქონდეს ბავშვს, მან უნდა იცოდეს, ვის მიმართოს დახმარებისთვის და პირველ რიგში, ეს მშობლები, ბებია-ბაბუები, პედაგოგი უნდა იყვნენ.
ტრადიცია და რიტუალი ბავშვს უსაფრთხოების შეგრძნებას უქმნის. მაგალითად, ყოველ დილით ბაღში მიყვანისას ან წამოყვანისას შეასრულეთ ერთი და იგივე რიტუალი. ეს შეიძლება იყოს კოცნა, ჩახუტება, საღამოს დაგეგმვა და ა.შ.


3. შეამცირეთ განშორება ბავშვთან

6 წლამდე ბავშვები განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ მშობლებთან განშორებას. ამიტომ ხშირად ეკონტაქტეთ, დაურეკეთ, მისწერეთ, დაუტოვეთ თქვენი პირადი ნივთი, რომელიც თქვენი სუნით იქნება გაჟღენთილი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი