როგორც ჩანს, თემა - "რა ფერია ეს კაბა?" ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა ინტერნეტში პოპულარული აუდიოილუზიაა, სადაც მამაკაცი სახელს წარმოთქვამს: ზოგს ესმის "იანი", ზოგს - "ლორელი".
ინტერნეტი უბრალოდ აფეთქდა. სოცქსელის მომხმარებლები დავობენ, თუ რომელ სახელს ამბობენ აუდიოჩანაწერში.
შენ რა გაიგე? "ლორელი" თუ "იანი"?