10 მიზეზი იმისთვის, თუ რატომ უნდა გავიცინოთ ხშირად
10 მიზეზი იმისთვის, თუ რატომ უნდა გავიცინოთ ხშირად
ცხოვრება არც ისეთი მარტივია, რომ სულ სიცილ-კისკისში გავატაროთ, მაგრამ, რაც უფრო მეტად ვეცდებით, სიცილით განვიმუხტოთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
სიცილის გარეშე ყოველდღიურობა გაცილებით უგემური და რუტინულია, ვიდრე სიცილთან ერთად.
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სიცილს წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთება შეუძლია.
ყველაზე ნაკლებგამაღიზიანებელი რამ, რაც დედამიწაზე შეიძლება იყოს, სწორედ რომ ღიმილი და პოზიტივია.

Image result for laugh gif

1. თუ ჩვენ რამე გვაწუხებს და ბევრს ვიცინებთ, სავსებით შესაძლებელია, ტკივილმა გადაიაროს და თავი უკეთ ვიგრძნოთ. სიცილს ექიმის როლის მორგება ზოგჯერ შესანიშნავად გამოსდის.

Image result for laugh gif
2. სიცილი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს და ხელს უწყობს ენდორფინების
დიდი დოზით გამოყოფას. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ მთელი ძალით ვიცინით. კარგ განწყობაზე მყოფი ადამიანი გაცილებით მიმზიდველია და მასთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო ხდება.

Related image
3. სიცილი არის ის, რაც ადამიანს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება და შიშის დამარცხებაშიც კი. ეს ჯადოსნური საჩუქარი უნებლიეთ გვარწმუნებს იმაში, რომ ისე ცუდად არაა ყველაფერი, როგორც იმ წუთას ჩვენ წარმოგვიდგენია.

4. იცოდით, რომ სიცილი არტერიულ წნევას არეგულირებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემა მწყობრში მოჰყავს?

5. რაც უფრო ხშირად ვიცინით, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ უძილობით არ ვიტანჯებოდეთ.

Image result for laugh gif
6. გულიანი სიცილი ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

7. მომხიბლავი ღიმილი ადამიანს გზას უკაფავს მისი შეყვარებისკენ.

8. დადგენილია, რომ დღის მანძილზე რაც უფრო მეტ კომედიას ვუყურებთ და გავიღიმებთ, თავს უფრო ჯანსაღად და პროდუქტიულად ვიგრძნობთ. ამ ხერხს ამერიკელი ნორმან კაზინსი მიმართავდა, რომელსაც სახსრების იშვიათი დაავადება დაუდგინდა. მას ერთი კვირის შემდეგ ტკივილებმა გაუარა და ორ თვეში სამსახურში წასვლაც კი შეძლო.

Image result for laugh gif
9. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ერთწუთიანი სიცილი ოცწუთიანი ფიტნესის ტოლფასია.

10. სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას. ექიმები „სიცილის თერაპიას“ ზოგჯერ მშობიარობის საწყის ეტაპზეც კი იყენებენ. ეს ყოველივე კი იმიტომ, რომ ტკივილი მშობიარისთვის შედარებით მარტივად აღსაქმელი ხდება.

ასე რომ, დროა, დავემშვიდობოთ დეპრესიას, გავუღიმოთ გაზაფხულის ნათელ, თბილ დღეებს და ღრმად ჩავისუნთქოთ პოზიტივი. და არ დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ვემეგობროთ გულიდან წამოსულ, ჯადოსნურ, გადამდებ სიცილს.


ნათია ხუნაშვილი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დიდებული ციტატები სიყვარულზე (ვიდეო)
15:47 / 22-05-2018
საუკეთესო ციტატები დაუსრულებელ და ყველაზე სასიამოვნო თემაზე - სიყვარულზე.
მამაკაცის 5 მატყუარა საქციელი, რომელსაც ქალები სიყვარულის დასამტკიცებლად მიიჩნევენ
13:32 / 21-05-2018
როგორ უნდა მიხვდეთ, მამაკაცს უყვარხართ თუ არა, თუ თავად არაფერს გეუბნებათ? იქნებ მისი ქმედება მეტყველებს სიყვარულზე?
ვირუსულმა აუდიომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა - რა გესმის შენ?
11:50 / 17-05-2018
როგორც ჩანს, თემა - "რა ფერია ეს კაბა?" ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა ინტერნეტში პოპულარული აუდიოილუზიაა, სადაც მამაკაცი სახელს წარმოთქვამს: ზოგს ესმის "იანი", ზოგს - "ლორელი".
 საიდუმლოს ძიებაში: სად ვიპოვოთ "მეცხრე ფლიგელი" (+თიზერი)
15:56 / 14-05-2018
"ლუ ფოტოგრაფია. ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
22 ცხოვრებისეული წესი, რომელიც სჯობს ახალგაზრდობაშივე იცოდე
13:06 / 05-05-2018
1. ბავშვობა მაშინ სრულდება, როცა პირველ ფულს გამოიმუშავებ - მას შემდეგ გარშემო მყოფებისთვის ფულისმომტან არსებად იქცევი.
9 მიზეზი, რატომ არის თხის რქა – საუკეთესო ადამიანი შენს ცხოვრებაში
12:32 / 05-05-2018
ყველა სამეგობროში უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყველას მაგივრად დაგეგმავს, ყველას შეაკავშირებს და არასოდეს იწუწუნებს; ვიღაც, ვინც ყველაზე ძლიერი იქნება და თქვენზე პასუხისმგებლობას აიღებს.
მამაკაცები, რომელთაც უნდა გავექცეთ
11:00 / 03-05-2018
არსებობს მამაკაცთა ტიპები, რომელთაც ვერც ერთი, ყველაზე ჭკვიანი ქალიც კი ვერ გამოასწორებს.მაშ ასე, როგორ მამაკაცებს უნდა ვერიდოთ და რა ნიშნებით ამოვიცნოთ ისინი?
როგორ გამოხატავენ მამაკაცები გრძნობებს - ანუ უყვარხარ თუ არა?
10:50 / 03-05-2018
"მე შენ მიყვარხარ" - სტატისტიკური გამოკვლევების თანახმად, მამაკაცების მხოლოდ 40% უხსნის ქალს სიყვარულს სწორედ ამ ფორმით. სიყვარულის ახსნა მათთვის სერიოზულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, ასეთი პასუხისმგებლობა კი ყველა მამაკაცს აშინებს.
რატომ არის ტირილი კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის?
11:14 / 02-05-2018
ფრაზას "იტირე და მოგეშვება" ხშირად გაიგებთ, მაგრამ ბევრისთვის მიზეზი უცნობია. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში უამრავი ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. სწორედ ამ რეაქციების დამსახურებაა ჩვენი სტრესული სიტუაციიდან გამოყვანა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი