დარწმუნებულები ვართ, ასეთი აზრები თქვენც გაწუხებთ ხოლმე. გირჩევთ მათ იუმორით შეხედოთ... თუ კოლგოტი ჩაიცვით:
1. გეჩვენებათ, რომ გეჩაჩებათ, თქვენგან "გაქცევა" უნდა.
2. ყოველ დილით მკითხაობთ, რომელი ფეხსაცმელი ჩაიცვათ. სად გაქრა ის ერთადერთი კოლგოტი, რომელიც თქვენს ფეხსაცმელს უხდებოდა.
3. ფრჩხილები თქვენი მუდმივი მტრები არიან. ერთი არასწორი მოძრაობა და ვაი, სირცხვილო...
4. ვაი სირცხვხილო რომ დამალოთ, უფერულ ლაკს ეძებთ, რომ "თვლებს" შორს გაქცევის საშუალება არ მისცეთ.
5. ლაკი თუ არავის აღმოაჩნდა, დახეული კოლგოტით ვერ გაძლებთ და მისი გახდა გიწევთ.
6. მუდამ მკითხაობთ, რომელია წინა მხარე და რომელია უკანა. კოლგოტს წინ და უკან ატრიალებთ და დროს კარგავთ.
7. ფრჩხილების გარდა კოლგოტს სხვა მტრებიც ჰყავს: ქოლგა, ჩანთისა და სკამის კუთხე და... დასრულდა მშვიდი ცხოვრება.
8. თუ თეთრი კანი გაქვთ, შავი კოლგოტი უნდა ჩაიცვათ. მას ზაფხულშიც ჩაიცვამდით თეთრი კანი რომ დაგემალა.
9. ბოიფრენდისგან ოსტატურად დასხლტომას ახერხებთ, რომ არ აჩვენოთ როგორ იხდით კოლგოტს.
10. გირჩევნიათ, ფეხშიშველმა იაროთ, ვიდრე კოლგოტს გააწვალებინოთ თავი.