მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
დიეტები
ჯერ ერთი, ისინი არ მუშაობს. გარდა ამისა, ხანგრძლივ პერსპექტივაში დიეტები, პირიქით, წონაში მატებას უწყობს ხელს. მეორეც, დიეტებისგან გიფუჭდება განწყობა, ხასიათი და ცხოვრების ხარისხი.
ჭაღარის შეღებვა
არა, თმის შეღებვა - როცა გინდათ, იმ ფერში, რომელიც გიხდებათ. არა იმიტომ, რომ ჭაღარა დაფაროთ, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის.
მნიშვნელოვანი საქმის გადადება
არსებობს საქმეების კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანი და სასწრაფო - არის ის, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ. უმნიშვნელო, მაგრამ სასწრაფო - ყოფითი რუტინული საქმეები, რომლებსაც ყურადღება მაინც უნდა მიაქციოთ. უმნიშვნელო და არა სასწრაფო - არასავალდებულო, უსარგებლო რამით დაკავება. დაბოლოს, მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო.
ეს სწორედ ის არის, რაც თქვენთვის საინტერესოა, მაგრამ მისთვის დრო არ გყოფნით. მაგალითად, ხატვა ან უცხო ენების შესწავლა.
ეცადეთ, გააგრძელოთ ეს ჩამონათვალი თავად და გაარკვიოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო.
50 წლის მერე განსაკუთრებით მავნებელია ამ საქმეების გადადება. გამოჰყავით თუნდაც ერთი საათი დღეში ასეთი საქმეებისთვის. აი, ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ნუღარ შეგრცხვებათ საკუთარი შეცდომების
ძალიან საინტერესო და შთამაგონებელია ასაკოვანი ადამიანი, რომელიც დაშვებული შეცდომების შესახებ ჰყვება. ამასთან, თუ თვითირონია გააჩნია - ეს საერთოდ უმაღლესი კლასია.
თავის მიძღვნა შვილებისა და შვილიშვილებისათვის
დიდი ბედნიერებაა, როცა ახლობლებს სჭირდები, მაგრამ ასევე ბედნიერებაა - როცა ისინი ერთმანეთს ოცნებების რეალიზებაში ეხმარებიან.
განვლილის გამეორება
პირდაპირი გაგებით, როცა რეგულარულად ერთსა და იმავე მარშრუტს გადიხართ, სპეციალისტები გირჩევენ, პერიოდულად შეცვალოთ იგი. ტვინს ახალი სამუშაო უნდა მისცეთ, ახალი რაიმე შეისწავლოთ, განსაკუთრებით, 50 წლის მერე.
დარდი იმაზე, თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები
50 წლის მერე საზოგადოებრივ აზრზე უკვე აღარ დარდობ. ეს გაცილებით გიადვილებს ცხოვრებას და გეხმარება, გამოიყურებოდე ისე, როგორც გსურს.
უმოქმედობის გამართლება უფულობით
"ი, ფული რომ მქონდეს, ოჰ, რას ვიზამდი!" - ეს გაუმართლებელია. მთავარია მოტივაცია და საამისოდ ფულს ყოველთვის იშოვით.
დაღონება სიყვარულის უიმედოდ ძიების გამო
თავიდან მთავარზე: ბრედ პიტი (53) - კვლავ თავისუფალია.
შეუძლებლის გამორიცხვა
იყავით რეალისტები, მოითხოვეთ შეუძლებელი. თუ აქამდე ბევრს არ ჰყოფნიდა შინაგანი სიმწიფე საამისოდ - 50-ის მერე ნამდვილად დროულია.
ასევე იხილეთ:
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!