როგორ ზიხართ მაგიდასთან, სავარძელში, იქნებ იატაკზე მოგწონთ ჯდომა? რაზე მიუთითებს თქვენი პოზა მოსაუბრეს?
1. ფეხმორთხმით
მოსაუბრეს მიანიშნებს, რომ თავს თავისუფლად გრძნობთ. მზად ხართ ახალი იდეებისთვის.
2. გამართული ზურგით
ასე საკუთარ თავში დარწმუნებული ხალხი ზის. მათ ხშირად აკითხავენ რჩევისთვის.
3. წამოწოლილი
აანალიზებთ სიტუაციას. გსურთ, სიტუაციაში ჩაერთოთ, მაგრამ ფრთხილობთ. ეს მგრძნობიარე ადამიანის პოზაა.
4. ფეხებგადაჯვარედინებული
ელეგანტური, დახვეწილი ხალხი ასე ზის. ასე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.
5. იდაყვი სამკლავურზე
აკონტროლებს და გრძნობს სიტუაციას. ასე ზის ადამიანი, ვისი იმედიც აქვთ ახლობლებს.
6. გადაჯვარედინებული ხელებით
სერიოზული ადამიანის პოზაა. საკუთარი თავის დაცვაც შეუძლია. თან თავდაჯერებულია.
7. გვერდზე გადახრილი
მოსაუბრე ფლირტისთვისაა განწყობილი. თუ მუხლებიც მისკენ აქვს მიშვერილი, მით უმეტეს.
8. ფეხებშუა მოქცეული ხელები
ადამიანი მორიდებულია. ნაზია და საკუთარ თავში დარწმუნებული არაა.
9. მუხლებზე
ასე სხდებიან მშობლები, როცა ბავშვებს ეთამაშებიან. აგრეთვე, ლიდერები, რომელთათვისაც შეუძლებელი არაფერია.
10. ზუსტად შუაში
თავდაჯერებულია. უყვარს ხალხი და ადვილად უმეგობრდება მათ.
11. გადაჯვარედინებული ფეხის ქნევა
ორგანიზებული და პუნქტუალურია. მუდამ ინარჩუნებს სიმშვიდეს. მათ შეგიძლიათ ენდოთ.
12. ხელები მუხლებზე
კარგი მრჩეველია. საიმედოა და მოსმენაც უყვართ. მშვიდობისმოყვარე და კეთილია.
13. გადაჯვარედინებული ხელები მუხლებზე
ემოციურია. უყვარს ხალხის გამხნევება და გაცინება.
წყარო: goodhouse