მოდი, ვიყოთ გულახდილები - ყველა ჩვენგანს ჰყავს ერთი მეგობარი მაინც, ვინც "ფეისბუქში" ან "ინსტაგრამში" სპორტული დარბაზიდან აქვეყნებს ფოტოებს. ან, თავად თქვენ ხართ მათ სიაში.
"ახლახან 5 კმ გავირბინე!" - წერს ის. ალბათ ფიქრობს, რომ სხვებს მოტივაციას აძლევს ამით.
სინამდვილეში კი, ვერც ხვდება, რომ გაღიზიანებთ. მეცნიერები ამბობენ, რომ არ ღირს ამის თაობაზე გაღიზიანება. უმჯობესია, თანაუგრძნოთ.
ლონდონის უნივერსიტეტის, Brunel-ის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს იმის თაობაზე, თუ რატომ აქვეყნებენ ადამიანები ასე ხშირად ფოტოებს ფიტნეს-ცენტრებიდან.
ყურადღების მიპყრობა და პატივისცემის დამსახურება - თვითშეფასების პრობლემის პირველი ნიშანია.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც სოც-ქსელებში თავიანთ ცხოვრებას ინტენსიურად აქვეყნებენ - ნარცისები არიან.
მათი მიზანია - დაიტრაბახონ, დაანახონ სხვებს, რომ საკუთარ გარეგნობაში ინვესტიციას დებენ. თანაც, ასეთი პოსტები ჩვეულზე მეტ ლაიქს აგროვებს.
სინამდვილეში, გარშემომყოფებს ასეთი ადამიანები ჩუმად სძულთ.
ამ კვლევის კიდევ ერთი დასკვნის შესახებ მისი ხელმძღვანელი მოგვითხრობს:
"ჩვენი შედეგები უჩვენებს, რომ ტრაბახა პოსტები მეტ ლაიქსა და კომენტარს აგროვებს, ვიდრე ჩვეულებრივი. მაგრამ ეს ტრაბახი ნარცისებისთვის კარგის მომტანი არ არის: მათ შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მეგობრები მხარს უჭერენ, სინამდვილეში კი ასე არ არის. ისინი ზრდილობის გამო ულაიქებენ, სინამდვილეში კი, სულელ ეგოისტებად მიიჩნევენ".
ასე რომ, თუ შეწყვეტთ მსგავსი ფოტოების გამოფენას, მეგობრები მხოლოდ მადლობელნი დაგრჩებიან.
ასევე იხილეთ:
7 ფოტო, რომელთა სოციალურ ქსელში ატვირთვა დაუშვებელია