ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცები მათთან ვალში არიან. შედეგად, მსგავსი ფილოსოფია აკარგინებს ნდობას და ურთიერთპატივისცემას.
ხშირად ამას ქალები გვიან ხვდებიან.
და მაინც, რას არ მოითხოვდა ჭკვიანი ქალი მამაკაცისგან?
1. ჭკვიანი ქალი დამოუკიდებელია და არ ითხოვს რჩენას.
საქმე არ ეხება ბავშვებს, არამედ ქალს. როცა ქალი მამაკაცს ხვდება, რატომღაც იწყებს მსგავსი ტიპის მოთხოვნებს: "მარჩინე, ჩამაცვი და გამართე". მაგრამ სინამდვილეში მამაკაცი ვალდებულია არჩინოს მხოლოდ საკუთარი შვილები, როგორც, სხვათა შორის, ქალი.
2. ჭკვიანი ქალი არ ითხოვს მამაკაცისგან, უარი თქვას იმაზე, რაც უყვარს.
არასოდეს მოსთხოვოთ საყვარელ მამაკაცს, მიატოვოს სამსახური ან ჰობი იმისათვის, რომ მეტი დრო გაატაროს თქვენთან ერთად. ზრდასრულმა და გონიერმა ქალმა იცის, რომ ეს მამაკაცს დეპრესიასა და სტრესში აგდებს. და რომ მამაკაცის ცხოვრება, საყვარელი ქალის გარდა, ბევრი სხვა რამისგანაც შედგება.
3. ის არ სთხოვს, უარი თქვას მეგობრებსა და ნათესავებზე.
ხშირად ხდება, რომ საყვარელი მამაკაცის მეგობრებიდან ან ნათასავებიდან ვინმე არ მოგწონთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცმა უნდა შეწყვიტოს მათთან ურთიერთობა. თუნდაც თქვენ ფიქრობდეთ, რომ ცუდ გავლენას ახდენდნენ თქვენს საყვარელ მამაკაცზე. უბრალოდ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს მამაკაცისთვის მრავალწლიანი მეგობრობა.
4. გონიერი ქალი არასოდეს მოსთხოვს მამაკაცს, გაიზიაროს მისი ინტერესები.
როცა მამაკაცი ვერ იტანს ცეკვას, თქვენ კი ოცნებობთ, იცეკვოთ მასთან ერთად სალსა, ის სავარაუდოდ, უარს გეტყვით ამაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ მას ძალით მიჰყავხართ სათევზაოთ ყოველ კვირა დღეს, დილის 5 საათზე. შესაძლოა, ჩვენ არ ვიზიარებდეთ ერთმანეთის ინტერესებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გვიყვარს და პატივს არ ვცემთ ერთურთს.
5. ჭკვიანი ქალი არ აიძულებს საყვარელ მამაკაცს, გახდეს სხვა ადამიანი.
ქალი, რომელმაც იცის ურთიერთობის ფასი, არ ითხოვს, რომ პარტნიორი შეიცვალოს. მას უყვარდება რეალური ადამიანი და იცის, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ იცვლებიან, როცა ეს თავად სურთ. მამაკაცები, პირიქით, აფასებენ იმათ, ვინც იღებს მათ ისეთებად, როგორებიც არიან.
6. ჭკვიანი ქალი არ სთხოვს მამაკაცს, არ შეამჩნიოს სხვა ქალი.
სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: მამაკაცებს არ შეუძლიათ, არ მიაქციონ ყურადღება ლამაზ ქალებს. ეს მათი ბუნების საწინააღმდედო გიქნებოდა (ჩვენ არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ღია, დაუფარავ ფლირტზე). ქალებიც ხომ ვაქცევთ ყურადღებას სიმპათიურ ადამიანებს?! უბრალოდ, შეხედეთ ამას მშვიდად და ისე, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას.
7. ჭკვიანი ქალი ენდობა მამაკაცს.
ჭკვიანი ქალი არ ითხოვს პარტნიორისგან არანაირ მტკიცებულებას. როცა კავშირი ნდობაზეა დაფუძნებული, ქალს თავშიც არ მოსდის, მოითხოვოს მისი ტელეფონი ან სოციალური ქსელების პაროლი შესამოწმებლად. ზრდასრული ადამიანი ამას შეურაცხყოფად მიიღებდა და მართალიც იქნებოდა.
დაბოლოს, იმისათვის, რომ ურთიერთობაში სიმშვიდე და ჰარმონია შეინარჩუნოთ, წადით კომპრომისზე და დათმეთ რაღაც მომენტში ორივე მხარემ. პატივისცემა, გულწრფელობა, მოთმინება და ემპათია - აი, რა უნდა იყოს ბევრი ორი, ზრდასრული ადამიანის ურთიერთობაში.