ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყება – საუკეთესო იდეაა. მაინც რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ 2018 წელს უკეთესად ვიცხოვროთ?
1. ატარეთ მოსახერხებელი საცვლები
"მე მხოლოდ ბებიის ტრუსებს ვატარებ" – ამბობს 22 წლის ჯული ბეილისი. გირჩევთ, უარი თქვათ სტრინგებსა და სექსუალურ თეთრეულზე, მოსახერხებელი და პრაქტიკული საცვლების სასარგებლოდ.
2. სვით ყავა
"ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიოქსიდანტია ამერიკულ დიეტაში", - ამბობს დენ ბიუტნერი, დღეგრძელობის დარგში მთავარი მსოფლიო ექსპერტი.
3. თუკი გსურთ თავი შეაყვაროთ ადამიანს, უყურეთ მას თვალებში. მხოლოდ – 4 წუთის განმავლობაში.
არც ორი. არც სამი. არამედ ზუსტად ოთხი!
"თვალებში ოთხწუთიანი კონტაქტი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ადამიანმა ან შეგიყვაროთ, ან სამუდამოდ გაგცილდეთ", - ამბობს სიყვარულის არსის შემსწავლელი საოცარი ექსპერიმენტის ავტორი ლენ მენდი კატრონი.
4. ხშირად გამოიყენეთ სტანდარტული სმაილები
ისინი ბანალურად ეფექტურია. არც გამაღიზიანებელია და ნამდვილად ამაღლებს განწყობას. ერთხელ ეს აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრებაში.
5. ყურადღებიანი იყავით შვილების მიმართ
მთავარია: არ უყვიროთ მათ. და გამოართვათ გაჯეტები!
6. ყურადღებით შეარჩიეთ სამოსი
"თუკი ყველანაირი მიზეზის გარეშე თავს კარგად გრძნობთ, სავარაუდოდ, საქმე თქვენს სამოსშია, - თქვა ერთხელ ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. – ეს რაღაცნაირად, ფსიქოლოგიურად მოქმედებს თქვენზე".
კვლევებმა აჩვენა, რომ ჩოგბურთელი მართალია: თქვენი განწყობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, რა გაცვიათ და მოგწონთ თუ არა ის სამოსი, რასაც ატარებთ.
7. თავი დაანებეთ მოწევას
თავი დაანებეთ მოწევას – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრა იქნება თქვენს ცხოვრებაში.
8. იყოლიეთ შინაური ცხოველები
თურმე, ცხოველებს შეუძლიათ არა მარტო განგვკურნონ დეპრესიისგან, არამედ დეპრესიის გაჩენასაც შეუშალონ ხელი! ადამიანები, ვისაც შინ კატა ან ძაღლი ჰყავს, თითქმის არასოდეს იტანჯებიან ნერვული სისტემის მოშლისგან!
9. ხელი მოჰკიდეთ ერთი შეხედვით შეუსრულებელ მისიას
როცა გრძნობთ, რომ თქვენი ემოციური დონე ფსკერზეა, გამოიწვიეთ საკუთარი თავი. დაუსახეთ საკუთარ თავს ისეთი მიზანი, რომლის შესრულებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელი გგონიათ.
10. თუკი გსურთ, შეინარჩუნოთ ქორწინება, დაიცავით წესები
ბესტსელერის - "თანამედროვე სიყვარულის" ავტორი ადა კალხუნი გვეუბნება:
"ცხოვრება ტანჯვაა... მაგრამ მაინც!..."
თუკი ეფექტურად შევებრძოლებით პირად ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემებს, ცხოვრება მთლიანობაში ბევრად სასიამოვნო მოგვეჩვენება.
11. გაიხადეთ სექსი მთავარ პრიორიტეტად
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ურთიერთობები, დაიწყეთ თერაპია საძინებლიდან. სცადეთ რაიმე ახალი. როგორც წესი, ეს ყველაზე სწორი, მარტივი, ეფექტური და რაც მთავარია, სასიამოვნო მეთოდია, გააცოცხლოთ ურთიერთობები.
12. დარწმუნდით, რომ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებთან ურთიერთობისას ბოსი თქვენ ხართ
ეს იმიტომ, რომ პირიქით არ მოხდეს. და დაიცავით მათგან ბავშვები!
13. დაივიწყეთ ფრაზა: "ზედმეტად ბებერი ვარ ამისთვის"
სიბერე – ეს ცუდი სულაც არ არის. ეს გამოცდილებაა, რომელსაც თუკი სწორად აღიქვამთ, თავისუფლების საოცარი შეგრძნება დაგეუფლებათ.
ადამიანები მოწიფულ ასაკში ვალდებულნი აღარ არიან, აკეთონ ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ. მათ უკვე დიდი შვილები ჰყავთ, კარიერამ თავის პიკს მიაღწია, ხოლო თანამედროვე მედიცინისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის წყალობით სიცოცხლით ტკბობა ახალგაზრდებზე არანაკლებ შეუძლიათ.
14. იყავით გულუხვი მათ მიმართ, ვინც თქვენთვის ძალიან ახლობელია
აქ ყველაფერი მარტივად არის: იქამდე, სანამ დაეხმარებოდეთ გაჭირვებულ, უცხო ადამიანებს, დარწმუნდით, რომ საკმარისად გულუხვი ხართ მათ მიმართ, ვინც ეს თქვენგან დაიმსახურა.