სოცქსელის მთავარი ფოტოს მიხედვით მისი მფლობელის შესახებ ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელი! ავატარი ჩვენს დაფარულ სურვილებსა და დეფიციტზე მეტყველებს – მაგალითად იმაზე, თუ რა გვაკლია ცხოვრებაში და ვინად გვინდა მოვაჩვენოთ თავი გარშემო მყოფებს.
ადამიანები, რომელსაც საერთო ფსიქოლოგიური შტრიხები აქვთ, ერთი ტიპის მთავარ ფოტოს აყენებენ სოციალურ ქსელში.
1. ბავშვი, საკუთარი ბავშვობის ფოტო, პატარა, საყვარელი ცხოველები. ამით გსურს თქვა: "მე – პატარა ვარ! ხელში ტარება მინდა!" მსგავსი მთავარი ფოტოები მიანიშნებს სიყვარულის, ზრუნვის, ყურადღების ნაკლებობაზე. ადამიანს არ სურს გაიზარდოს. ის ჩამოუყალიბებელი, საკმაოდ ინფანტილური პიროვნებაა.
2. საკუთარი შვილის ფოტო. "ჩემი შვილი – მე ვარ. მე – ჩემი შვილი ვარ" – ამას ამბობთ თითქოს, როცა მთავარ ფოტოდ შვილის სურათს აყანებთ. საკუთარი თავისა და ცხოვრების ორიენტირის დაკარგვა, როგორც არარეალიზებულობის შედეგი – ასე აიხსნება მსგავსი ავატარი სოციალურ ქსელში. შვილთან გაიგივება მცდელობაა, რაღაცით შეავსო საკუთარი ცხოვრება.
3. ფოტო პარტნიორთან ერთად. "მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს, ყველამ ნახეთ!" სიყვარულის ნაკლებობა და იმაში დარწმუნების სურვილი, რომ შესაძლებელია, ვინმეს უყვარდეს. საკუთარი, როგორც ქალის/მამაკაცის ფასეულობის აღიარება.
4. პეიზაში ან ბუნების სხვა ელემენტები. "დასვენების, შვებულების დროა!" ასეთი ფოტო შინაგანი ჰარმონიის ნაკლებობაზე მიუთითებს. მის მფლობელს ხშირად სჭირდებათ იმის თუნდაც გარეგნული დადასტურება, რომ დასვენების უფლება აქვს.
5. ოფიციალური ფოტო. "მე წარმატებული ვარ!" მთავარ ფოტოდ ასეთი სურათი გარშემო მყოფთა საკუთარი "სიკარგეში" დარწმუნების სურვილია. იმის სურვილი, რომ მიიღოს სიყვარული საკუთარი წარმატებულობის გამო.
6. სასაცილო ფოტო. "მოდი, ვიცინოთ! არ გვინდა ყველაფრის გასერიოზულება..." სიმსუბუქის ნაკლებობა. ასეთ ადამიანებს სადღაც, შიგნით სევდა აქვთ, რომლისგანაც გაქცევა უნდათ.
7. ავატარი ფოტოს გარეშე. "ნუ მიყურებ!" ეს უსაფრთხოების ნაკლებობას ნიშნავს. ჩაკეტილობას და უნდობლობას, ხანდახან კი ეჭვსა და იმის სურვილს, აკონტროლოს სიტუაცია.