ჟურნალისტმა და ფსიქოლოგმა ანა ბოგოლეპოვამ თანამედროვე ქალებისთვის სახალისო რჩევები შეადგინა.
თუკი თითოეულს კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ისინი არა მხოლოდ სახალისო, არამედ ძალიან სასარგებლოცაა.
რეკომენდაციები ფსიქოლოგმა მათთვის შეადგინა, ვინც სულ ახლახან გადასცდა 30-ს. რატომ არის ეს რჩევები ფასეული?
იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ყველაზე უკეთ სწავლა ხომ სხვის შეცდომებზეა შესაძლებელი.
1. ტორტსა და ვაშლს შორის არჩევანის გაკეთებისას, უპირატესობა წყალს მიანიჭე.
2. თუკი უკვე ღამის 12 საათია, შენ კი თავი გაქვს დასაბანი, ფეხების ეპილაცია და მანიკიურიც გასაკეთებელი გაქვს – ყოველთვის აირჩიე ძილი. იმიტომ, რომ ფეხები შეგიძლია დამალო, თმა შეიკრა, ფრჩხილებზე წაისვა გამჭვირვალე ლაქი, სანამ ტრანსპორტს ელოდები, მაგრამ ვერაფერი დაფარავს დაღლილ, წაშლილ ფიზიონომიას და საშინელ ხასიათს.
3. იმოგზაურე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა. ახალი შთაბეჭდილებები – საუკეთესო საშუალებაა, დააგროვო გამოცდილება, თანაც ისე, რომ არ დაბერდე.
4. იქამდე, სანამ რაიმეს ან ვინმეს განსჯიდე, დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: "არის კი ეს ჩემი საქმე?". შემდეგ მოკეტე და საკუთარ საქმეს მიხედე.
5. თავბრუდამხვევ რომანსა და ფულის კეთებას შორის ყოველთვის გააკეთე არჩევანი მეორის სასარგებლოდ.
6. რაც უნდა ხანგრძლივი და მხიარული იყოს წვეულება, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ საკუთარ ლოგინში გაიღვიძო.
7. დახარჯო დრო და ემოციები არანორმალურ ადამიანზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული: თუკი შენ ექიმი ხარ, ის კი – პაციენტი, რომელიც ფულს გიხდის.
8. კამათში ჭეშმარიტება კი არა, შაკიკი იბადება. ფრაზა "კარგი, როგორც იტყვი" დაგიზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ ნერვებსაც.
9. სიმშვიდესა და სიმარტოვეში გატარებული დღე იმაზე უკეთ დაგეხმარება მოდუნებაში, ვიდრე სპა-სალონი.
10. მსოფლიოში არცერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ ატარო არაკომფორტული ფეხსაცმელი.
ასევე იხილეთ:
რამდენიმე ფაქტი სიყვარულისა და სექსის შესახებ, რომელიც არ ვიცოდი იქამდე, სანამ 40 წლის გავხდებოდი