თუ სიყრმეში ქალები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის ყველაფერი საუკეთესო შეარჩიონ: კოსმეტიკა, ტანსაცმელი, გართობა, წლებთან ერთად, უმეტესობას "საკუთარ თავზე ეკონომიის" გაკეთების სინდრომი უჩნდება.
და აქ პრობლემა ფინანსურ მდგომარეობაში კი არა, არამედ თვითშეწირვაშია.
რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ეს ერთი შეხედვით უწყინარი "თვითშეწურვა"? ასეთ საქციელს მამაკაცები არა რაციონალურ, არამედ საშინელ საქციელად მიიჩნევენ.
ქალების შეცდომა
მოდით, თავიდან გავერკვიოთ, რას ნიშნავს საკუთარ თავზე ეკონომია. მისი არსი მდგომარეობს არა იაფფასიანი ნივთების შეძენაში. ეკონომიაა, როდესაც ქალს აქვს შამპუნი, ერთი კოლჰოტი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი სეზონზე და 2 წყვილი თეთრეული გამოსაცვლელად - თეთრი და შავი. დიახ, შეიძლება იყოს სხვა რამეც, მაგრამ ყველა ისინი ძველი და არაპრეზენტაბელურია და აფუჭებს იერსახეს. ახლის შესაძენად კი ფული ენანება.
მაგალითად, ქალი მიდის მაღაზიაში, იძენს პროდუქტებს ან ნივთებს შვილებისთვის, ქმრისთვის, ნათესავებისთვის, საკუთარი თავისთვის კი ფული არ რჩება ან ფიქრობს: "სხვა დროს იყოს". და ასე ყოველ ჯერზე. რა თქმა უნდა, ახლობლებისთვის ფული არ უნდა დაიშურო, მაგრამ შეიძლება ისე გათვალო ბიუჯეტი, რომ საკუთარი ინტერესებიც დაიკმაყოფილო.
საუბარია ისეთ ეკონომიაზე, როცა დახეულ კოლჰოტებს გაკერავ ან შარვლის ქვეშ ჩაიცვამ; როცა თეთრეული უკვე გახუნდა, როცა გარდერობში შეუხამებელი ტანსაცმელია და ერთადერთი კაბა გაქვს გამოსასვლელი, ახალი ტუში გაქვს შესაძენი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამე ჩნდება, რისთვისაც ფული უნდა დახარჯო. და ეს მნიშვნელოვანი რამეები არასოდეს ილევა.
ხშირად ხდება, რომ ფული გაქვს. მაგალითად, გაჩუქეს ან შეაგროვე, მაგრამ ქალი მიდის მაღაზიაში, არჩევს მოწონებულ ნივთს, დიდხანს ატრიალებს ხელში, მაგრამ მაინც მიდის და ამ თანხას სარეცხ საშუალებებზე ხარჯავს. იქნებ შემდეგში რაიმე უფრო ხარისხიანი და ლამაზი შეხვდეს. მაგრამ შემდეგში მაინც არაფერს შეიძენს. ქალებს, რომლებიც საკუთარ თავზე ეკონომიას სწევენ, ალბათ ეცნოთ მსგავსი სიტუაცია.
არსებობს ფულის რაციონალურად გადანაწილების ცნება, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმას, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავის გარდა, ყველა უნდა დააყენო. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე - რა იწვევს საკუთარი თავისადმი ასეთ დამოკიდებულებას. ეკონომია უკვე ჩვევად იქცევა და რთულად იკურნება.
ამის უკან დიდი შიში და დანაშაულის გრძნობა იმალება: ახლა დავხარჯავ და ხვალ რომ ფული რაიმე უფრო მნიშვნელოვანზე დამჭირდეს? გამოდის, ეგოისტი ვარ, რომელიც არავისზე ფიქრობს". და ეს შიში ბავშვობიდან მოდის. ქალს სურს, დარჩეს უდანაშაულო. ეშინია, რომ როგორც ბავშვობაში, ვინმე გაუწყრება ან ქმარი-ტირანი სკანდალს მოუწყობს.
ქალები, რომლებიც ამ რეჟიმს რთავენ, კარგავენ მომხიბვლელობას. მათი ცხოვრება სავსეა ხარჯებზე დარდით და ეს სახეზე აისახება დაღლილობისა და უკმაყოფილების სახით. მათ შურის გრძნობა უჩნდებათ სხვა ქალების მიმართ, რომლებსაც მათზე მეტი აქვთ. აქედან მოდის მუდმივი გაღიზიანება და ქალურობის უქონლობა. ეს კი, როგორც ხვდებით, განქორწინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
მამაკაცს ასეთი ქალისადმი ინტერესი უქრება, მას შეუძლია უბრალოდ გამოიყენოს, სხვა არაფერი. და ნუ გექნებათ იმედი, რომ როცა საკუთარ თავზე ეკონომიას სწევთ, ქმარი საჩუქრებით აგავსებთ. შესაძლოა, უხეშად ჟღერს, მაგრამ მამაკაცი ვერ ხედავს აზრს დახარჯოს ფული იმაზე, რაც იაფი ღირს. და ამ ეკონომიას იგი აღიქვამს, როგორც საკუთარი თავის მოვლის სურვილის უქონლობას.
ჭკვიანი ქალი ფულის გამო არ დარდობს. მან მშვენივრად იცის, რომ შეიძლება გამოიმუშავო ან შთააგონო საყვარელი მამაკაცი ახალ ქმედებებზე. მას ეხერხება ბიუჯეტის დაგეგმვა და პრიორიტეტების გადანაწილება ისე, რომ საკუთარი თავი არ დაივიწყოს. არასოდეს გასწიოთ საკუთარ თავზე ეკონომია!