რატომ გვღალატობენ მამაკაცები და როგორ მოვიქცეთ - 6 წესი
რატომ გვღალატობენ მამაკაცები და როგორ მოვიქცეთ - 6 წესი
იყო მეუღლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი, ყველა ქალის ოცნებაა. თუმცა ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და იმედგაცრუებით. ასე რომ, ქალებს ოცნებები ხშირად ემსხვრევათ. მამაკაცის ღალატის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: უბრალო გატაცება, მოწყენილობა, ძიება რაღაც ისეთის, რის დეფიციტსაც ცოლთან განიცდის, ახალი შეგრძნებებისკენ სწრაფვა... უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევის მრავალი გზა არსებობს და ღალატის მსხვერპლს
თავად უწევს გამოსავლის პოვნა.

1. დამშვიდდით და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ასეთი თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ ქალებს ტკივილი, მრისხანება, ზიზღი და შურისძიების სურვილი იპყრობთ, შემდეგ ამ შეგრძნებებს სიცარიელე და დიდი სევდა ცვლის. წადით რამდენიმე დღით მშობლებთან, ახლობელ ადამიანებთან, მეგობრებთან. იქვითინეთ, გაუზიარეთ ტკივილი, მოიოხეთ გული. ნუ მოაწყობთ სკანდალებს და მით უმეტეს, ნუ გააგდებთ ქმარს სახლიდან. რადიკალური გადაწყვეტილებები იმ დროისათვის გადადეთ, როდესაც მოვლენების მშვიდად განსჯას შეძლებთ.

2. გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა, ყოველივე ამის შემდეგ ქმართან ერთად ცხოვრების გაგრძელება. თუ მზად ხართ აპატიოთ, ეს ნაბიჯი გულწრფელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზი და ეჭვიანობა დიდი ხნის განმავლობაში გაგაწამებთ. თუ მტკიცედ გადაწყვეტთ დაშორებას და თქვენი ბუნებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ხართ, რომ ვერ აპატიებთ, აღარ ღირს მისი ბოდიშების და ათასი დაპირების მოსმენა...

3. სცადეთ იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა თქვენს მეუღლეს ღალატისკენ. თუ თავად ვერ ხვდებით და არ შეგწევთ ძალა, სიტუაცია გვერდიდან შეაფასოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ. იქნებ რაღაც სერიოზული მიზეზი არსებობდა. სწორედ ფსიქოლოგი დაგეხმარებათ ჭეშმარიტი მიზეზის პოვნაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ პრობლემის აღმოფხვრას. თუ აღმოჩნდება, რომ მამაკაცი უბრალოდ გაერთო, შეუქმენით მას სტაბილური და მშვიდი ოჯახური გარემო. დარწმუნებული იყავით, ის არასოდეს გაგცვლით ქალში, რომელთანაც მხოლოდ საწოლში ერთობოდა.

4. დაივიწყეთ შურისძიება ნებისმიერი ფორმით, ასეთ სიტუაციაში თავის შეკავება ძალიან ძნელია, მაგრამ ყოველთვის სჯობს თავის ხელში აყვანა. შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია, თანაც ქალის მხრიდან ღალატზე ღალატით პასუხი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს, მასაც დააზარალებს.

5. მოდით, გამოვყოთ საყვარლის ორი ტიპი: "მტაცებელი" და "გრძნობას აყოლილი". ამ უკანასკნელს ხშირად სინდისის ქენჯნა აწვალებს და იცის, რომ სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობს. ზოგჯერ ასეთი ტიპის ქალი შეიძლება თავად იყოს მამაკაცის სიცრუის მსხვერპლი და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ შეიძლება უარი თქვას თავის გრძნობებზე და გაწყვიტოს ურთიერთობა მამაკაცთან. აი, "მტაცებელთან" კი საქმე ბევრად რთულადაა. გარდა იმისა, რომ ზედმეტად მომთხოვნია და ათასგვარ ულტიმატუმს უყენებს სხვის ქმარს, შეიძლება ვერაგული ხრიკებით ცოლთან კონტაქტზე გამოსვლაც გაბედოს: მაგალითად, მისწეროს სოციალურ ქსელში მრავალი სისაძაგლე, გაავრცელოს გულახდილი ან "უწყინარი" ფოტოები, ან სულაც დაურეკოს და უკეთეს შემთხვევაში გალანძღოს საყვარლის ცოლი, უარესში კი - გაყრა მოსთხოვოს. ამ შემთხვევაში ცოლის ყველაზე მომგებიანი პოზიცია მისი სრული იგნორირება იქნება!

6. ნუ აიკვიატებთ, რომ უბედური ხართ. მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე:
შეიცვალეთ თმის ფერი, ვარცხნილობა, იშოპინგეთ, გაერთეთ. ეს საკუთარ თავში რწმენას დაგიბრუნებთ და დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.

თათია ბეჟიტაშვილი


კომენტარები (2)
ინგა
რა სასაცილოა ეს ყველაფერი, ცხოვრებაშში როცა თმის ფერის შეცვლის და ელემენტარული შოპინგის გაკეთების საშუალება არ გაქვს,რა ცვლილებები უნდა მოახდინო ამ ცხოვრებაში, მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო,რომ უბედური ხარ ყველანაირად,და ესეც არ გაკმარეს და ზურგს უკან დაგცინეს
მარიამი
რა სასაცილოა, თურმე თმის ფერისა და ვარცხნილობის შეცვლა გულს მოუბრუნებს კაცს, რომელსაც ერთი ქალი მობეზრდა და მეორისაკენ გასწია, სულ ზედმეტია ყოველგვარი ღონისძიება, აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია თავმოყვარე ქალისთვის-წასვლა უკანმოუხედავად.

მსგავსი სიახლეები
11:46 / 10-07-2018
რა უნდა უთხრათ მამაკაცს, ჭკუიდან რომ გადაიყვანოთ და მუდამ თქვენზე რომ ფიქრობდეს?
11:00 / 21-06-2018
• თუ შუაღამეა, თქვენ კი თმისა და ფრჩხილების მოწესრიგება ვერ შეძელით და ძალიან გეძინებათ – უმჯობესია, გამოიძინოთ...
10:56 / 11-06-2018
სამანტა ელიტური ესკორტის წარმომადგენელია. მას მხოლოდ მარტოხელა კლიენტები არ ჰყავს. ხშირად მისი მომსახურებით ცოლიანი მამაკაცებიც სარგებლობენ, რომლებსაც ქალი ყურადღებასა და მოფერებას ჩუქნის.
11:11 / 31-05-2018
როცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, შენ გიხარია და ორგანიზმი ოქსიტოცინს და დოფამინს გამოიმუშავებს, მაგრამ საკმარისია დაშორდე - „წვეულებას“ ეპინიფრინი და კორტიზოლომი მართავენ.
11:08 / 23-04-2018
არავის გაგაკვირვებთ, თუ ვიტყვი, რომ როცა კაცს მოსწონს ქალი, გამუდმებით აკვირდება მას, მაგრამ რას ეძებს მასში, რა ხიბლავს ან აღიზიანებს? - ეს უკვე სხვა საქმეა და როგორც ჩანს, მართლაც არის კონკრეტული რაღაცები, რაც უნდა გააკეთოთ, როცა ამჩნევთ, რომ მამაკაცი გაკვირდებათ.
11:29 / 29-03-2018
მამაკაცის ზოგიერთი საქციელი ჩვენში ხშირად გაოცებას და უსამართლობის განცდას იწვევს.
13:15 / 26-03-2018
იმისათვის, რომ გაიღიმოთ, წვრილმან სასიხარულო მომენტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.
12:31 / 26-03-2018
ღალატი, უდავოდ, ლიდერობს ურთიერთობების დანგრევის მიზეზებში, მაგრამ არსებობს მომენტები, რომლებიც ასევე გაშორებთ საყვარელ ადამიანთან.
13:32 / 06-03-2018
ფსიქოლოგი და მსოფლიო ბესტსელერის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"-ს -ავტორი ლიზ ჰარლი გვირჩევს, დავაკვირდეთ გარშემო მყოფებს და კრიტიკა და შექება მივიღოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ღირებულნი არიან ჩვენთვის.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31