როგორ უნდა აიძულოთ მამაკაცი, რომ მხოლოდ თქვენზე იფიქროს?
როგორ უნდა აიძულოთ მამაკაცი, რომ მხოლოდ თქვენზე იფიქროს?
შეყვარებული მანდილოსანი მუდმივად თავის მამაკაცზე ფიქრობს. წარმოიდგენს შეხვედრას, გეგმავს პაემანს, რას ეტყვის, რას ჩაიცვამს, სად წავლენ, როგორ მოიქცევა და ა.შ.

ქალს ყოველთვის სურს, რომ მამაკაცმა მუდმივად მასზე იფიქროს. ამის მისაღწევად კი ყველა საშუალებას იყენებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე საიდუმლო ხერხი, რომლ
ის გამოყენებითაც მამაკაცს აიძულებთ, მხოლოდ თქვენზე იფიქროს:

მოაჩვენეთ თავი "მიუწვდომლად"
- ის უნდა ეძებდეს თქვენთან შეხვედრის მიზეზს, ნერვიულობდეს და განიცდიდეს თქვენ გამო. თქვენი ქცევითა და სიტყვებით უნდა დაუმტკიცოთ, რომ ის ქალი ხართ, რომლის ყურადღების მისაქცევად უნდა იბრძოლოს. მოაჩვენეთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ და მასთან შესახედრად გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი და საჩქარო საქმე. მიეცით მამაკაცს მიზეზი, რომ თქვენთან შეხვედრა, თქვენი ნახვა მოუნდეს. თუ ასე მოიქცევით, ის თავს გამარჯვებულად იგრძნოს, რომელმაც ჯილდოდ თქვენი თავი მიიღო და ჯადოსნურად მოგეწებებათ.

Image result for love gif
თქვენი საყვარელი მამაკაცი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო და დატვირთულია. - არ უნდა აგრძნობინოთ, რომ მთელი დღე მის ზარს ელოდებით, ყოველ წუთს მასზე ფიქრობთ. მამაკაცი მალევე დაკარგავს ინტერესს იმ ქალის მიმართ, რომელსაც მის მეტი ცხოვრებაში არაფერი აინტერესებს. უნდა მიახვედროთ, რომ დაკავებული, ყველასთვის მიუწვდომელი პერსონა ხართ და მხოლოდ მას გაუღიმა ბედმა, რათა თქვენთან შეხვედრის ბედნიერება ხვდა წილად. იცოდეს, რომ მის გარეშე თავს მოწყენილად არ გრძნობთ, - გაქვთ საყვარელი საქმე, გყავთ მეგობრები და რაც მთავარია, გყავთ თავყვანისმცემლების მთელი არმია.

Related image
შეეცადეთ, მამაკაცისთვის მუდამ ინტერესის სფეროს წარმოადგენდეთ. - იყავით ხალისიანი, ეფლირტავეთ, გაეკეკლუცეთ. მამაკაცი მუდამ დაინტრიგებული უნდა გყავდეთ, რომ თქვენ მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. რამდენიმეწლიანი ურთიერთობაც რომ გაკავშირებდეთ, მუდამ შეიტანეთ სიახლე თქვენს ურთიერთობაში, მუდამ გქონდეთ რომანტიკულობის განცდა და მუდამ გაეპრანჭეთ მას.

Related image
მისი უმნიშვნელო საქციელიც კი შეაქეთ. - დაგირეკათ, მცირე საჩუქარი მომოგართვათ? - შეაქეთ. აგრეთვე, შეაქეთ, მეგობრების, ნათესავების წრეში ლამაზად წარმოთქმული სადღეგრძელოს, ქცევის, მოქცევის გამო. თქვენი ამგვარი საქციელი აგრძნობინებს მას, რომ იგი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და თქვენ აღფრთოვანებული ხართ თქვენი ყურადღებიანი, ჭკვიანი, მზრუნველი მამაკაცით.
Related image
დღის განმავლობაში შეახსენეთ თავი. - სასიყვარულო შეტყობინებებით, რომანტიკული ბარათებით, ჰაეროვანი კოცნებით, და რა თქმა უნდა იმ ნივთებით, რომლებიც "შემთხვევით დაგრჩათ" მასთან სახლში.

Image result for love gif
აეჭვიანეთ. - მაგრამ არ გადაამეტოთ. ვითომ "შემთხვევით წამოგცდათ", რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი თაყვანისმცემელი გამოჩნდა, რომელიც ჭკუას კარგავს თქვენზე. ეს მიახვედრებს, რომ თქვენ მისი საკუთრება არ ხართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგკარგოთ. მესაკუთრე მამაკაცის გული კი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ყველა ღონეს იხმარს, რომ თქვენთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი გახდეს.

როგორ ვიპოვოთ სიყვარული ონლაინ? 8 რჩევა მათგან, ვისაც ეს გამოუვიდა

როგორ ვიპოვოთ სიყვარული ონლაინ? 8 რჩევა მათგან, ვისაც ეს გამოუვიდა

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
13:32 / 21-05-2018
როგორ უნდა მიხვდეთ, მამაკაცს უყვარხართ თუ არა, თუ თავად არაფერს გეუბნებათ? იქნებ მისი ქმედება მეტყველებს სიყვარულზე?
11:00 / 03-05-2018
არსებობს მამაკაცთა ტიპები, რომელთაც ვერც ერთი, ყველაზე ჭკვიანი ქალიც კი ვერ გამოასწორებს.
მაშ ასე, როგორ მამაკაცებს უნდა ვერიდოთ და რა ნიშნებით ამოვიცნოთ ისინი?
11:15 / 10-04-2018
სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
12:29 / 29-03-2018
არაფერია პირველი კოცნის გამოცდილებაზე საშინელი. ეს მშფოთვარე გრძნობა, როცა წარმოდგენაც არ გაქვს, რა უნდა აკეთო...
11:05 / 14-02-2018
1. ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა. შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.
ანტონ ჩეხოვი
14:47 / 31-01-2018
მამაკაცის sms-ების საიდუმლო ენის შესწავლისთვის დახარჯული არაერთი წლის შემდეგ ფსიქოლოგებმა შეადგინეს მოკლე სახელმძღვანელო მათ მიერ ქალისთვის მიწერილი ტექსტების გასაშიფრავად.
11:31 / 25-01-2018
ქალებს გვგონია, რომ მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ მხოლოდ იდეალური სხეული, მაქმანიანი თეთრეული და სექსუალური სამოსი. ასე არაა და ამაში ახლავე დარწმუნდებით.
13:00 / 12-01-2018
ქალი ოცნებობს მამაკაცის ყურადღებაზე, სიყვარულზე. მამაკაცი კი ქალში თავისუფლებას, პატივისცემასა და სითბოს უნდა ხედავდეს. მშფოთვარე ქალში იგი "ზედმეტ ტვირთს" ხედავს, რომელიც სურს, ჩამოიფერთხოს, რათა უფრო ჰაეროვნად გაფრინდეს.
13:33 / 04-01-2018
ბედნიერ და იდეალურ ურთიერთობებშიც გვხვდება კონფლიქტური სიტუაციები და ძირითადად, იმის გამო, რომ პარტნიორებს არ ესმით ერთმანეთის. ფსიქოლოგებმა პრაქტიკული გამოცდილებიდან შეიმუშავეს 10 რჩევა, რომლებიც ქალებს გაუადვილებენ მამაკაცების გაბედნიერებას.
13:03 / 04-01-2018
მამაკაცების ყურადღება არ გაკლიათ, მაგრამ თითქმის ყველა რომანი დაწყებისთანავე მთავრდება? ყველა თაყვანისმცემლს კი გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ კარგავთ?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31