6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
მე შენ მიყვარხარ" - ეს სამი სიტყვა ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საყვარელი ადამიანი გეუბნება. თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომელიც უფრო დამაჯერებლად და სასიამოვნოდ ჟღერს.
1. გპატიობ

გპატიობ ყველაფერ ცუდს, რაც კი ჩემთვის გაგიკეთებია. ყველა იმ მტკივნეულ სიტყვას, რაც ჩემთვის გითქვამს. ყველა დანაშაულს -
პატარასაც და დიდსაც. გპატიობ მაშინაც კი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებ, მაგრამ ყველაზე მეტად საჭიროებ. გპატიობ იმიტომ, რომ შენც ყოველთვის მაპატიო, ამქვეყნად ხომ სრულყოფილი არავინაა.

2. შენ გამო მსხვერპლს გავიღებ

შენი გულისთვის ყველაზე ძვირფას დროს გავიღებ მსხვერპლად. შენთან ვიქნები, როცა უძილობა შეგაწუხებს; შენ გვერდით ვიქნები, რათა არაფრის შეგეშინდეს; მე მოგწმინდავ ცრემლს, როცა იტირებ. გავიხარებ შენი წარმატებით; მე მოგივლი, როცა ავად გახდები; შენ გვერდით ვიქნები, მაშინაც კი, როცა ყველა ზურგს შეგაქცევს; მიხარია, რომ ამქვეყნად არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც მსხვერპლს გავიღებ.

3. პატივს გცემ

პატივს გცემ, ვაფასებ შენს აზრს, პრინციპებს, მსოფლმხედველობას. ნორმალურად ვრეაგირებ შენს ჭირვეულობაზე. აღგიქვამ ადამიანად, რომელსაც აქვს საკუთარი აზრები, ოცნებები, მიზნები.


4. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები

ნებისმიერი წამოწყებისას დაგეხმარები, გაგამხნევებ. ყოველთვის შეგეძლება, ჩემი იმედი გქონდეს. წამოდგომაში დაგეხმარები, თუ დაეცემი.

5. დაგიცავ

ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანისგან დაგიცავ. არასდროს დაგამცირებ, არავის მივცემ უფლებას, შეურაცხყოფა მოგაყენოს. მე ვიქნები შენი თავშესაფარი, რათა დაგიცვა ნებისმიერი უსიამოვნებისგან.



















6. შენ გარეშე არ შემიძლია

არასდროს მიგატოვებ, ფიქრებშიც კი. ყველაფერს გავაკეთებ, შეუძლებელს შევძლებ, რომ ჩვენი ურთიერთობა დღითიდღე უფრო გაძლიერდეს. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად გთვლი და ჩემს მომავალს მხოლოდ შენ გვერდით ვხედავ.
კომენტარები (5)
ანი
მაგ ფრაზებით მე არ ვტყულდები :)
ეკა
შეიძლება საერთოდ არ ითქვას ეს სამი სიტყვა,იმდენად დამაჯერებელი იყოს საქმენი)
ნუცა
შენს გარეშე არ შემიძლია...........
ვეთანხმები
ყველა ქალს ძალიან სიამოვნებს საყვარელი მამაკაცისაგან იმ საკრალელული სიტყვების მოსმენა, რასაც ,,მე შემ მიყვარხარ!" ქვია! მაგრამ, სიტვას საქმე ჯობია. როგორც რუსთაველმა დაგვიტოვა-,,სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია!"-ო
21
ყველას პასუხი: იმიტომ რომ "მე შენ მიყვარხარ" : )

გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31