ზოგიერთ წყვილს ჩვეულებრივი საქორწინო ბეჭდის ტარება არ მოსწონს და ისინი თითებზე პირსინგებს იკეთებენ.
1. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში შეყვარებულების ფოტოები გამოჩნდა, რომლებსაც ბეჭდების ნაცვლად პირსინგები აქვთ.
2. უჩვეულო სანახავია. თუ გინახავთ ადრე პირსინგი თითზე?
3. ვიღაცას ვერცხლის ლურსმნები მოსწონს...
4. ზოგი ბრილიანტებს ამჯობინებს...
5. ან მთლიან კომპოზიციას.
6. დერმატოლოგები შიშობენ, რომ პირსინგი თითზე უსაფრთხო არაა.
7. თუ პირსინგი კანთან ახლოსაა გაკეთებული, თითის ყოველი მოძრაობისას ტკივილი იგრძნობა; თუ ღრმადაა, შეიძლება ჩაიზარდოს კანში.
8. საფრთხეს წარმოადგენს ნახვრეტიც, რომელიც გვიან ხორცდება და შეიძლება დაინფიცირდეს.
9. თუმცა, ახალგაზრდები ბევრ რამეს არ აქცევენ ყურადღებას.
10. დასაფიქრებლად კი ღირს, მერე სანანებელი რომ არ გახდეს, ერთი შეხედვით, უწყინარი პირსინგის გაკეთება სიყვარულის დამტკიცების მიზნით.
რუსუდან გელაშვილი