"მშობლებმა მათ მიერვე ორგანიზებული ჩვენი ქორწილი რამდენიმე სიტყვით ჩაშალეს", - ახალგაზრდა გოგონას უცნაური ისტორია
"მშობლებმა მათ მიერვე ორგანიზებული ჩვენი ქორწილი რამდენიმე სიტყვით ჩაშალეს", - ახალგაზრდა გოგონას უცნაური ისტორია
მატარებლით იშვიათად ვმგზავრობ, მაგრამ რატომღაც იმ დღეს თბილისიდან ქუთაისში წასვლა სწორედ ასე გადავწყვიტე. ჩემ გვერდით 25 წლამდე ელეგანტური გოგონა დაჯდა. მისი სამყარო უფერული მომეჩვენა, მზერა - უიმედო. არც შევმცდარვარ, უეცრად თვალები ცრემლებით აევსო და ნიკაპი აუკანკალდა. მე დახმარება და გულის გადაშლა შევთავაზე. ამბობენ, უცნობებთან საუბარი საქმეს შველისო და მანაც ცრემლები მოიწმინდა, ღრმად ამოისუნთქა და ისე დაიწყო, თითქოს დიდი ხანია მელოდებაო:

"ნიკა ჩემი შეყვარებული იყო. შეყვარებული-მეთქი ვამბობ და იმის ახსნას აღარ დავიწყებ, თუ როგორ მიყვარს. ეს სიტყვა ყველაფერს თვითონ ამბობს, ყოველ
შემთხვევაში, ჩემთვის. ურთიერთობიდან ერთი წლის თავზე დაქორწინებას ვაპირებდით. გადავწყვიტეთ, მშობლებისთვის ერთმანეთი გაგვეცნო. ასეც მოვიქეცით და საქორწინო სამზადისი მალევე დავიწყეთ.

არ ვიცი, მოვწონვარ თუ არა ნიკას ოჯახს. ასე რომ არ იყოს, ეს ალბათ გავლენას მათ შვილზეც მოახდენდა და ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ბზარი გაჩნდებოდა, მაგრამ არა, ჩვენ კვლავ იდეალური წყვილი ვიყავით.

ქორწილის დაგეგმვაში მონაწილეობას ყველა იღებდა. ჩვენი დედები იმდენად დაახლოვდნენ, ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს აღარ დგამენ, ყველაფერს ერთად არჩევდნენ. მე ბევრი რამ მეზედმეტებოდა, მაგრამ ისინი კატეგორიულები იყვნენ. ცდილობდნენ, მათი შვილების ქორწილი გრანდიოზული და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი გამხდარიყო. მოსაწვევებიც ერთად დიდი ენთუზიაზმით შეარჩიეს და დააგზავნეს.

წესით, ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. მე და ნიკა ცოტა გადაგვღალა ამ ყველაფერმა, მაგრამ როგორღაც ყველაფერს თავს ვართმევდით. მას უკვე ისე აღვიქვამდი, როგორც ქმარს. მისადმი მიჯაჭვულობა ვიგრძენი და ამან სულაც არ გამაღიზიანა, პირიქით - კიდევ უფრო მიყვარდებოდა და მჭირდებოდა მისი გვერდით დგომა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო უკანასკნელი კაცი, ვისთანაც ურთიერთობა მექნებოდა. მომწონს ობიექტურად, კიდევ უფრო მომწონს სხვების დამოკიდებულება მისადმი. ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც ბევრ პარალელს ავლებენ ჩვენ შორის და ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნოა... საერთო მართლაც ბევრი გვაქვს. მე ნიკაზე ორი დღით უფროსი ვარ და ამაზე ბევრს ვხუმრობდით. ზოგჯერ, როცა რაიმეზე ვკამათობდით, ნიკა იტყოდა, კაი, შენ ჩემზე უფროსი ხარ, მეტი გამოცდილება გაქვსო და კამათსაც მხიარული განწყობა ცვლიდა.

ქორწილამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა. ბოლო დღეებში დედა დათრგუნული მეჩვენებოდა, ნიკას დედას კი საერთოდ ვეღარ ვხედავდი, თითქოს მერიდებოდა. დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია, მღელვარებას დავაბრალე, ყველა ვღელავდით და წარმომიდგენია, როგორ ერთულებათ მშობლებს შვილების გაშვება. ერთ დღესაც მე და ნიკას დაგვირეკეს და გვთხოვეს, მათთან მივსულიყავით. დედას ვერ ვაიძულე, ტელეფონით რაიმე ეთქვა, მაგრამ მისი ხმა რაღაც საშინელებას მანიშნებდა.

ნიკას სახლში მივედით. მშობლების დაბნეული სახეები არასდროს ამომივა მეხსიერებიდან. ისტორიის შესალამაზებლად სიტყვებს ვერ პოულობდნენ, ბოლოს კი ქორწილი რამდენიმე სიტყვით ჩაშალეს.

როგორც აღმოჩნდა, მე და ნიკას იმაზე მეტი საერთო გვქონია, ვიდრე გვეგონა. ჩვენმა დედებმა აღმოაჩინეს, რომ ერთსა და იმავე საავადმყოფოში, ერთსა და იმავე დროს დავიბადეთ. ჩვენი მშობლები გვერდიგვერდ პალატაში იწვნენ, რძე ხან ერთს არ ჰქონდა, ხან - მეორეს, ჰოდა, ასე... მე და ნიკა ძუძუმტეები ვყოფილვართ.

დედებს თავიანთი მეხსიერების შემოწმება უცდიათ, მისულან იმ საავადმყოფოში, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ პასუხების ვინმესგან მოსმენა არც ისე მარტივია. ნიკას დედა თავის პალატასთან დამდგარა და ის გვერდითა პალატაც დაუსახელებია, სადაც თურმე მისი შვილი გაჰყავდა ექთანს. ამ პერიოდში კი პალატაში მხოლოდ ერთი ქალი იწვა, დედაჩემი. ესაა, რაც ვიცით, ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ მე მაინც მინდა ექთნების პოვნა. იქნებ მშობლებს არასწორად ახსოვთ, ან იქნებ ნიკას დედას არ მოვწონვარ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმა... მაგრამ ასეც რომ იყოს, ნუთუ ასეთ დანაშაულს ჩავიდენთ ქორწინებით..."

მარიამ ელიაშვილი

P.S. თუ ფიქრობთ, რომ საინტერესო ისტორია გადაგხდათ, მოგვწერეთ მეილზე marao@marao.ge



"ნარკოლოგიურში დაწყებული სიყვარულის ისტორია ოჯახის შექმნით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ..."

alt

კომენტარები (1)
მაკა
რა სისულელეა, ძუძუმტეების დაქორწინების წინააღმდეგ წასვლა, სისხლით ნათესაობა ხომ არ არის, კარგით რა, მოძღვარს მაინც კითხეთ
მსგავსი სიახლეები
11:10 / 12-01-2018
ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.
09:56 / 18-12-2017
იცით, როგორ გრძნობს თავს კაცის მკვლელი? ამაზე ბევრს საუბრობენ თვითონ მკვლელებიც. მათ აპატიმრებენ, აწამებენ, სჯიან და ეს ყველაფერი მათ გასათავისუფლებლად.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ
14:00 / 18-04-2018
ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ათასობთ 50 წელს გადაცილებული ადამიანი გამოკითხა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა, რომ 20 წლის შემდეგ თავი ბედნიერად იგრძნოს. მათ საჭირო, მარტივი და ბრძნული პასუხები გაგვცეს და დროა, უფროსების რჩევები გავითვალისწინოთ.
სიყვარული ტკივილია? წყვილებმა ბეჭდებზე უარი თქვეს და თითები გაიხვრიტეს
11:01 / 12-04-2018
ზოგიერთ წყვილს ჩვეულებრივი საქორწინო ბეჭდის ტარება არ მოსწონს და ისინი თითებზე პირსინგებს იკეთებენ.
რაზე ფიქრობ, როცა უცნობი მამაკაცი თვალებით გაშიშვლებს
11:15 / 10-04-2018
სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
გაიგე ყველაფერი მაშინვე: 6 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მამაკაცს პირველ პაემანზე უნდა დაუსვა
11:12 / 29-03-2018
პირველ პაემანზე ოდნავი ნერვიულობა დასაშვებია, მაგრამ სანამ მამაკაცი შეგიყვარდებათ, მოასწარით ამ 6 კითხვის დასმა.
6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
13:46 / 26-03-2018
მე შენ მიყვარხარ" - ეს სამი სიტყვა ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საყვარელი ადამიანი გეუბნება. თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომელიც უფრო დამაჯერებლად და სასიამოვნოდ ჟღერს.
„ვერ ვიტან მას“: 4 რჩევა, როგორ მოთოკოთ პარტნიორზე ბრაზი
15:10 / 23-03-2018
ყველა ურთიერთობაში არსებობს მომენტები, როცა პარტნიორი ნერვებს გიშლით. ძლიერი ემოციურობის დროს კი გეჩვენათ, რომ გძულთ იგი. როგორ უნდა მოიქცეთ?
ჩვენი დროის 22 წლის მძინარე მზეთუნახავი: გოგო, რომელსაც თვეობით სძინავს
13:05 / 22-03-2018
სხვათა შორის, ბეტ გუდიერს უკვე უნივერსიტეტი უნდა დაემთავრებინა და ბავშვის ფსიქოლოგად დაეწყო მუშაობა, მაგრამ მე-17 დაბადების დღეს, 5 წლის წინ ჩაეძინა და მას შემდეგ 6 თვეში ერთხელ იღვიძებს.
პასუხი არ არის: 10 მიზეზი, რატომ არ გიპასუხა sms-ზე (სახალისო ინფოგრაფიკა)
16:30 / 19-03-2018
მესიჯი გაუგზავნე, მაგრამ პასუხი არ არის? - ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში! შეიძლება მას საპატიო მიზეზი აქვს.
"ჩემს ქმარს იდეალური სხეული აქვს, მე კი - განიერი თეძოები და დიდი მუცელი" - ჯენა დაცინვას პასუხობს
15:29 / 19-03-2018
ფოტოგრაფ ჯენა კატჩერს სოციალურ მედიაში საკუთარი სხეულის გამო დასცინეს. ინტერნეტტროლები წერდნენ, რომ ზედმეტი წონის გამო მას უნდა რცხვენოდეს, რადგან მისი ქმარი დრიუ იდეალურ ფორმაშია.
13 განსხვავება ქალს და მამაკაცს შორის - რას აკეთებენ ისინი სხვადასხვანაირად?
15:12 / 19-03-2018
ქალი და მამაკაცი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან დეტალებით, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როგორები არიან სინამდვილეში, უკეთესად გაუგებთ და ნაკლებად იკამათებთ მათთან.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი