"მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს" - მკითხველის ისტორია
"მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს" -  მკითხველის ისტორია
ბოლო დღეებია შეყვარებულ წყვილს ჩემი აივნის ქვეშ პაემანი აქვს. მათ რომ ეს ისტორია იცოდნენ, ოდნავ მაინც შერცხვებოდათ ანთებული თვალებისა და ღიმილით ახსნილი სიყვარულის გამო, მაგრამ მათ არაფერი იციან, თუმცა სიმართლე ჩემ შესახებ არც არავინ იცის... მე ხომ თავმოყვარეობა პირზე ალიკაპივით მაქვს აკრული...


მეშინია ვიყო ის, ვინც ვარ. ამიტომაც მთელ ჩემს ცხოვრებას ანონიმურად გადმოგილაგებთ. ნუ მკითხავთ სახელს, მე უსახელო კატასტროფა ვარ. ნურც პროფესიას მკითხავთ, რა ფასი აქვს კარიერას, როცა მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი
ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს. ვერაფერს მირჩევთ, შეგიძლიათ მხოლოდ ნუგეშისცემა. მე ახლა სათნოების მათხოვარი ვარ, თქვენ - შემწე.


ამბავი, რომლის მოყოლასაც ახლა დავიწყებ, ჰორიზონტივით უსასრულო და ჭაობივით უძიროა. ამიტომაც მოგიყვებით არა ფაქტებით, არამედ ემოციებით...

დაკავშირებული სურათი

მას პირველად 5 წლის წინ, დღევანდელ დღეს შევხვდი. "ჩვენ" გაცნობიდან მალე დაიწყო. სამყარო იმდენად ჰარმონიული გახდა, აშკარა იყო, ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ირგვლივ წელიწადის ყველა დრო გაქრა, "ჩვენში" მხოლოდ გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა... მიყვარდა ტირილამდე... მიყვარდა დაღლილიც, მძინარეც და უძილოც. მიყვარდა, რადგან ვუყვარდი მასაც. ასეთი იყო ჩემი გეგმა - ჩემს გულს დაიმსახურებდა მხოლოდ ის, ვინც სანაცვლოდ თავისას გაიღებდა. თუმცა ეს მალევე დამავიწყდა და ქარაფშუტა, უთავმოყვარეო ქალად ვიქეცი, რომელიც კაცის ერთი თითის დაქნევაზე ყველაფერზე იყო წამსვლელი. რომ მოეთხოვა, უყოყმანოდ დავკოცნიდი მის ნაკვალევსაც. დაიწყო ასე, ჯერ საკუთარი თავი დავკარგე, მერე უბიწოება... და მთლიანად მის იმედად დავრჩი.


ხანდახან საათობით ვზივარ, ვიხსენებ მომენტებს, რომლებითაც თავს ვინუგეშებ და ვამბობ, მაშინ მას ვუყვარდი. მახსოვს, ერთხელ მეგობარს რომ ვესტუმრეთ, მე ღია ფანჯარასთან ვიჯექი, ის ჩემ უკან იდგა. მინის ანარეკლში ვხედავდი ჩემს ზურგზე მობჯენილ მის მზერას. მაშინ გავიფიქრე, თურმე, როცა არ ვხედავ, მის თვალებში უფრო მეტი სიყვარული ჩანს-მეთქი. არ ვიცი, იქნებ ასეთი მზერით ემშვიდობებიან ადამიანებს... მას შემდეგ სამყარო აირია...

3 წელი ვიყავით ერთად, პაემანზე არასდროს ვიგვიანებდით. მხოლოდ ერთხელ მალოდინა მან. როცა მოვიდა, ისე დაჯდა, ჩემთვის არც შემოუხედავს. კითხვებს ამაოდ ვუსვამდი. დუმდა. მერე სავარძლიდან ადგა და გაიქცა. აღარც შეტყობინებებს პასუხობდა, აღარც სახლში მიდიოდა, ვერც სამსახურში ვახერხებდი მის ნახვას.

გაზაფხულის სურნელი ზამთრის სუსხმა ჩაანაცვლა, ირგვლივ ყველა ფერი გაქრა. ერთადერთი, ვისთვისაც გულის გადაშლა შევძელი, ჩემი მეგობარი იყო. მხოლოდ ის დარჩა ჩემი გრძნობების ჭირისუფალი. ლამის ჩემს სახლში გადმოცხოვრდა და გვერდიდან არ მშორდებოდა.

მომხდარიდან 1 თვეც არ გასულიყო, მობილურის ზარმა რომ გაგვაღვიძა. თითქმის მძინარემ უპასუხა. ხმა ჩემი ყოფილის იყო, თუმცა მობილური - არა... მაშინვე ყველაფერს მივხვდი. როგორ შემოიპარა ეს ქალი ჩემს ცხოვრებაში? მას ხომ ბავშვობიდან ვიცნობ და რატომ გადაწყვიტა ახლა ჩემთან დამეგობრება, რატომ მიწვევდა თავის სახლში ყოველ შაბათ-კვირას და ყოველ ჯერზე რატომ კითხულობდა, წამოვიდოდა თუ არა ჩემი შეყვარებული?

ამ კითხვებზე პასუხი ნათელი იყო, მაგრამ ახლა რას აკეთებს ეს ქალი აქ? რაში სჭირდება ჩემი წუწუნის ატანა, რატომ მისმენს ასე გულმოდგინედ, როცა "მასზე" ვესაუბრები? ნუთუ ესეც გეგმის ნაწილია. მე ხომ "მასზე" ვსაუბრობ, "მას" კი ჩემზე უკეთ ვინ გააცნობს, ვინ ასწავლის, როგორ შეაყვაროს თავი? ვინ ეტყვის, რა აღიზიანებს და რა ახალისებს. ამ ქალმა ხომ ახლა ყველა მისი სუსტი წერტილი იცის. ალბათ, ძალიან დავიგვიანე...

არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ვერავის ვენდე. გონზე რომ მოვედი, ვუთხარი, ყველაფერი კარგად მაქვს, აღარ დაბრუნდე-მეთქი. ასე "მეგობარი" ჯერ "ნამეგობრალად" იქცა, შემდეგ ჩემი ყოფილის ცოლად...

მე კი... მე ვზივარ ახლა და ვფიქრობ. იქნებ არც არასდროს ვყვარებივარ? იქნებ მე გამოვიგონე მისი სიყვარული, ვხედავდი ისეთად, როგორიც მინდოდა...


P.S. თუ თქვენც გადაგხდენიათ ისეთი ისტორია, რომლის გაზიარებაც გსურთ, მოგვწერეთ: daqalimedia@gmail.com ან Facebook გვერდზე. ანონიმურობა დაცულია



კომენტარები (6)
natia
რთულია ეს სიტუაცია მაგრამ, ალბათ ასე ჯობდა ასეთი არც მეგობარი გინდა და არც შეყვარებული, მოვა დრო და ორივე ინანებს თავის საქციელს, ანალოგიური გადამხვდა დაახლოებით მეც, ხოდა ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ისევ მომიკითხა ჩემმა ყოფილმა, შემდეგ, ის გოგოც მოვიდა მაგრამ, მე თითქოს არაფერი ვიცი მათ შესახებ, უბრალოდ დისტანცია მიჭირავს მათთან,მკოთხველს კი ვურჩევ არაფრად ჩააგდოს ასეთი მოღალატეები მართალია თავიდან რთულია მაგრამ შემდეგ ძალა გეძლევა და სძლევ ამ ყველაფერს და გამარჯვებული თავად გაგამოდიხარ....
ცლარა ალკერ
ჩემი სახელია კლარა მინდა გითხრათ ჩვენება, თუ როგორ მივიღე ჩემი ყოფილი შეყვარებული უკან მხოლოდ 6 დღის განმავლობაში დახმარებით დიდი spell caster მოუწოდა Dr Ugboko, მართლწერის caster დამეხმარება, რათა უკან ჩემი ყოფილი და ის უბრალოდ შესთავაზოს ჩემთვის და ჩვენ ვაკეთებთ დაქორწინებულ 2 კვირის განმავლობაში hahaha. თუ გჭირდება თქვენი ყოფილი ან საყვარელი ან ექიმების განკურნება, მიმართეთ ამ დიდ მძლავრი ექიმს ელ-ფოსტის საშუალებით (Drugbokospelltemple@gmail.com) ან Whatsapp (+2348147771226) და გაგიხარდებათ თქვენი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი.
მარეხი
ღმერთმა გაგაძლიეროს მასეთი ადამიანების გვერდით ყოფნას ჯობია მათი მოშორება ღმერთმა შანსი მოგცა უკეთესი ცხოვრების
ციცო
მოგესალმები საყვარელო ადამიანო.არ ინერვიულო,შენ ღმერთმა გამოგცადა,ელოდე უკეთეს მომავალს.ბრალი იმ ორ არამზადას,ვინც შენ გიღალატა.
liliana
იცი,რა,ძალიან კარგია,რომ ასეთი ,,მეგობარიც" მოიშორე და ,,შეყვარებულიც",მეორე მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს,ისინი შენ არ გიმსახურებენ,არ არიან შენი ღირსები...ჩათვალე,ბინძურმა ღორმა ტალახი მოგცხო,შენ წახვალ და ტალახს ჩამოირეცხავ,მაგრამ ის ღორი წავა და მთელი ცხოვრება ტალახში ეგდება,აი,ეს განსხვავებაა თქვენს შორის. დრო ყველაფერს დაალაგებს იცოდე,და ორივეს მიეზღვებათ,თუარადა აგერ,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები ;)
მსგავსი სიახლეები
11:10 / 12-01-2018
ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.
13:04 / 11-01-2018
მატარებლით იშვიათად ვმგზავრობ, მაგრამ რატომღაც იმ დღეს თბილისიდან ქუთაისში წასვლა სწორედ ასე გადავწყვიტე. ჩემ გვერდით 25 წლამდე ელეგანტური გოგონა დაჯდა. მისი სამყარო უფერული მომეჩვენა, მზერა - უიმედო.
09:56 / 18-12-2017
იცით, როგორ გრძნობს თავს კაცის მკვლელი? ამაზე ბევრს საუბრობენ თვითონ მკვლელებიც. მათ აპატიმრებენ, აწამებენ, სჯიან და ეს ყველაფერი მათ გასათავისუფლებლად.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ
14:00 / 18-04-2018
ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ათასობთ 50 წელს გადაცილებული ადამიანი გამოკითხა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა, რომ 20 წლის შემდეგ თავი ბედნიერად იგრძნოს. მათ საჭირო, მარტივი და ბრძნული პასუხები გაგვცეს და დროა, უფროსების რჩევები გავითვალისწინოთ.
სიყვარული ტკივილია? წყვილებმა ბეჭდებზე უარი თქვეს და თითები გაიხვრიტეს
11:01 / 12-04-2018
ზოგიერთ წყვილს ჩვეულებრივი საქორწინო ბეჭდის ტარება არ მოსწონს და ისინი თითებზე პირსინგებს იკეთებენ.
რაზე ფიქრობ, როცა უცნობი მამაკაცი თვალებით გაშიშვლებს
11:15 / 10-04-2018
სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
გაიგე ყველაფერი მაშინვე: 6 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მამაკაცს პირველ პაემანზე უნდა დაუსვა
11:12 / 29-03-2018
პირველ პაემანზე ოდნავი ნერვიულობა დასაშვებია, მაგრამ სანამ მამაკაცი შეგიყვარდებათ, მოასწარით ამ 6 კითხვის დასმა.
6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
13:46 / 26-03-2018
მე შენ მიყვარხარ" - ეს სამი სიტყვა ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საყვარელი ადამიანი გეუბნება. თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომელიც უფრო დამაჯერებლად და სასიამოვნოდ ჟღერს.
„ვერ ვიტან მას“: 4 რჩევა, როგორ მოთოკოთ პარტნიორზე ბრაზი
15:10 / 23-03-2018
ყველა ურთიერთობაში არსებობს მომენტები, როცა პარტნიორი ნერვებს გიშლით. ძლიერი ემოციურობის დროს კი გეჩვენათ, რომ გძულთ იგი. როგორ უნდა მოიქცეთ?
ჩვენი დროის 22 წლის მძინარე მზეთუნახავი: გოგო, რომელსაც თვეობით სძინავს
13:05 / 22-03-2018
სხვათა შორის, ბეტ გუდიერს უკვე უნივერსიტეტი უნდა დაემთავრებინა და ბავშვის ფსიქოლოგად დაეწყო მუშაობა, მაგრამ მე-17 დაბადების დღეს, 5 წლის წინ ჩაეძინა და მას შემდეგ 6 თვეში ერთხელ იღვიძებს.
პასუხი არ არის: 10 მიზეზი, რატომ არ გიპასუხა sms-ზე (სახალისო ინფოგრაფიკა)
16:30 / 19-03-2018
მესიჯი გაუგზავნე, მაგრამ პასუხი არ არის? - ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში! შეიძლება მას საპატიო მიზეზი აქვს.
"ჩემს ქმარს იდეალური სხეული აქვს, მე კი - განიერი თეძოები და დიდი მუცელი" - ჯენა დაცინვას პასუხობს
15:29 / 19-03-2018
ფოტოგრაფ ჯენა კატჩერს სოციალურ მედიაში საკუთარი სხეულის გამო დასცინეს. ინტერნეტტროლები წერდნენ, რომ ზედმეტი წონის გამო მას უნდა რცხვენოდეს, რადგან მისი ქმარი დრიუ იდეალურ ფორმაშია.
13 განსხვავება ქალს და მამაკაცს შორის - რას აკეთებენ ისინი სხვადასხვანაირად?
15:12 / 19-03-2018
ქალი და მამაკაცი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან დეტალებით, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როგორები არიან სინამდვილეში, უკეთესად გაუგებთ და ნაკლებად იკამათებთ მათთან.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი