სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
1. მოიცა, ის მე მიყურებს?
ალბათ, ვინმე მომყვება უკან და მას უყურებს.
2. რატომ მიყურებს?
ალბათ, ერთმანეთს ვიცნობთ. შესაძლოა, სადღაც მინახავს, ან მაღაზიაში, ან სპორტულ დარბაზში.
3. ალბათ, სახეზე მჭირს რაიმე
ტუში ან პომადა ხომ არ დამეთხაპნა? ან სალათის ფურცელი გამეჭედა კბილებში? ან სპაგეტის სოუსით მოვითხვარე ნიკაპი. არ ვიცი, უნდა შევამოწმო.
4. ჯანდაბა, თვალებით მაშიშვლებს!
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რატომ ახლა? რატომ მე? რატომ ის?
5. ვერ ვუყურებ ამას!
განზე გავიხედავ. სად, მარცხნივ? მარჯვნივ? წარმოვიდგენ, ვითომ კოსმოსში ვარ და სიმღერას ვთხზავ, რომელიც გაჰიტდება. იქნებ შემეშვას!
6. უნდა შევამოწმო, ისევ თუ მიყურებს
მიყურებს! რა უნდა?? თანაც, იცის, რომ არ მსიამოვნებს.
7. მომწონს თუ არა ეს?
ნუ, არც ისეთი უშნოა, მაგრამ სიტუაციაა უსიამოვნო.
8. ტელეფონში ჩავრგავ თავს
და ვინაიდან ჯერ კიდევ მიყურებს, მივწერ მეგობრებს, რომ ვიღაც მამაკაცი მზერით მხდის.
9. იქნებ მეც გავხადო საპასუხოდ?
როგორ კეთდება ეს? მისი მზერა დავიჭირო, რომ მიხვდეს, რა უცნაურად გამოიყურება? შარვალს შევხედო? წარმოდგენა არ მაქვს. მერე რა ვქნა?
10. ჩვენ რომ ერთმანეთს ვხვდებოდეთ
მე მას წარვადგენდი, როგორც ადამიანს, რომელიც მზერით მაშიშვლებდა, შემდეგ სუშის საჭმელად დამპატიჟა. და საპასუხოდ ყველა იტყოდა: ”კი, კი, გვახსოვს ეს ამბავი!”
11. ჰო, ერთ-ერთმა ჩვენგანმა საუბარი უნდა წამოიწყოს
და ეს ერთ-ერთი მე არ ვარ. მან დაიწყო პირველმა, ჰოდა, თავად მოვიდეს და გამიცნოს.
12. სად გაქრა?
ძალიანაც კარგი, სულაც არ მინდოდა! ერთი შეხედე - მიიღო სიამოვნება და არც კი გამიცნო!