ვალენტინობა ახლოვდება! 10 ყველაზე ლამაზი და ვნებიანი კოცნის სცენა ფილმებიდან (+გიფები)
ვალენტინობა ახლოვდება! 10 ყველაზე ლამაზი და ვნებიანი კოცნის სცენა ფილმებიდან (+გიფები)
ალბათ, უკვე გრძნობთ ჰაერში სიყვარულის მომაჯადოებელ არომატს. არა? მაშინ გისურვებთ, რომ მალე გეგრძნოთ და რამდენიმე სასიამოვნო წუთს გჩუქნით.
ერთად გავიხსენოთ ფილმებიდან ყველაზე ლამაზი, ვნებიანი და ნაზი კოცნის სცენები. ნახეთ, ისინი აუცილებლად შთაგაგონებთ!

"რომეო + ჯულიეტა"

Romeo + Juliet, 1996 წელი

ამ სიყვარულს შექსპირის დამატყვევებელი სიტყვები ერთვის. თუმცა, უსიტყვოდაც გასაგებია.

"აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე"
From Here tu Eternity, 1953 წელი

ვფიქრობთ, ამის ყურება დაუსრულებლად შეიძლება. მართლა ძალიან ლამაზი და ვნებიანი სცენაა.

"ადამიანი-ობობა"

Spider-Man, 2002 წელი

ფანტასტიკური გმირისა და მისი შეყვარებულის საოცარი კოცნა. ყურადღება:
ნუ შეეცდებით ამ ტრიუკის გამეორებას: ცოტას თუ მოეწონება თავდაყირა დაკიდებული კოცნა.

"დღიური"

The Notebook, 2004 წელი

წვიმის ქვეშ კოცნა – რეჟისორების საყვარელი ხრიკია. მაგრამ ეს – ალბათ ბევრი ჩვენგანის ფავორიტია!

"ჩემი კენკროვანი ღამეები"

My Blueberry Nights, 2007 წელი

ძალიან ნაზი, თითქმის უმანკო კოცნა. გმირებმა იმდენად დამაჯერებლად ითამაშეს, რომ შეუძლებელი იყო ეს სცენა ამ სიაში არ მოხვედრილიყო.

"ქარწაღებულნი"

Gone with the Wind, 1939 წელი

ყველაზე შემოსავლიანი და ცნობილი კოცნა მსიფლიო კინემატოგრაფიაში!
ვნებიანი სკარლეტი და ძალიან მამაკაცური რეტ ბატლერი გულშიჩამწვდომი სცენით.

"ტიტანიკი"

Titanic, 1997 წელი

და ისევ ლეონარდო საუკეთესო კოცნის სცენაში! ეს მსახიობია ასეთი მიმზიდველი თუ სცენა? მაგრამ დაგვეთანხმეთ, "ტიტანიკის" საოცარი სიყვარულის ისტორია მთელი მსოფლიოსთვის ამაღელვებელი და საყვარელია.

"მისტერ და მისის სმიტები"

Mr. & Mrs. Smith, 2005

ცხელი და ვნებიანი კოცნა მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს ლამის დახოცავს. ვინ არ ისურვებდა ასეთ შერიგებას?!

"ბინდი"

Twilight, 2008 წელი

ამ სცენისთვის საგას მთავარმა გმირებმა MTV Movie Awards-ის მთავარი პრემია დაიმსახურეს! ჩვენც ვეთანხმებით. შეყვარებულების ამაღელვებელი და ნაზი კოცნა, თანაც, როცა წყვილიდან ერთ-ერთი სისხლისმსმელი ვამპირია და რომელსაც ერთდროულად სურს, კოცნოს და მოკლას ბელა.

"ლედი და მაწანწალა"

Lady and the Tramp, 1955

ჰო, მულტფილმია, მაგრამ, ალბათ, ძალიან ბევრს უცდია ეს ტრიუკი სპაგეტით. Smile




კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი