5 ფილმი სიყვარულზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
5 ფილმი სიყვარულზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
1 / 5
Next
რომანტიკული ფილმები სიყვარულზე უსასრულოდ ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის გადაღებას კვლავ აქტიურად აგრძელებენ.

ეს იმიტომ, რომ სიყვარული ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა და ყოველთვის აქტუალურია მაყურებლისთვის. ამ 5 ფილმში, რომელიც სპეციალურად შევარჩიე, მოთხრობილია დაუვიწყარი ისტორია ნამდვილ სიყვარულზე.

1. ”დიდებული გეტსბი”


The Great Gatsby, 2013 წლის ამერიკული ფილმია, რომელიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის 1925 წელს დაწერილი რომანის ეკრანიზაციაა. ფილმი უცნობი მილიონერის, ჯეი გეტსბის ცხოვრებასა და სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმი პირველივე წუთებიდან მიგაჯაჭვებთ ეკრანთან და საოცარ, ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იდუმალებით მოცული მთავარი
გმირის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. გრანდიოზული სცენები, ბრწყინვალე კოსტიუმები, ულამაზესი ადგილები - ეს არის ფილმი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
1 / 5
Next
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი