როგორ ცხოვრობს და სად სწავლობს ილიკო სუხიშვილის უმშვენიერესი ქალიშვილი დარია
როგორ ცხოვრობს და სად სწავლობს ილიკო სუხიშვილის უმშვენიერესი ქალიშვილი დარია
ილიკო სუხიშვილის ქალიშვილი დარია სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა, თუმცა, წლებია საქართველოში არ ცხოვრობს.
დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.



დარია ნინოს დედას ეძახის და ამას ყველა ინტერვიუში აღნიშნავს. „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა
სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა.
მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე.“ - აცხადებს დარია ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, სადაც ასევე მამის - ილიკო სუხიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მამასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.



დარია მამიდას გარეგნულადაც ძალიან ჰგავს, მას ნინო სუხიშვილის ახალგაზრდობისგან ფაქტობრივად ვერ გაარჩევთ.

დარიას წლების წინ სურდა მოცეკვავე გამხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახურ ტრადიციას ჯერჯერობით არ მიჰყვება, თუმცა, თბილისში ყოფნის დროს, სულ „სუხიშვილების“ რეპეტიციებზეა და ანსამბლთან ერთად გასტროლებზეც დადის.

„სცენის დიდი შიში მაქვს, როცა სცენაზე დგახარ, ძალიან ვნერვიულობ. ყოველთვის მაინტერესებდა ბალეტი, მაგრამ ვიცი, რომ მე ცალკე, როგორც დარია სუხიშვილი ვერ ვიარსებებ“, - განაცხადა დარიამ ზაფხულში თბილისში საკუთარ გამოფენაზე.


დარია სუხიშვილის პირველი გამოფენა ინდოელ ხალხს მიეძღვნა, ფოტოები ინდოეთში მამასთან ერთად გადაიღო.

ცეკვითა და ხელოვნებით გატაცებულმა დარიამ სცადა ინდოელი ხალხის მრავალფეროვნება, ცეკვა და კულტურა საკუთარ ფოტოებში აესახა. ყველაზე მეტად ის ინდოეთში ხალხის მხიარულმა განწყობამ მოხიბლა. გაგრძელება + ფოტოები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31