ტოპ 5 ქართული ჯგუფი, რომლებსაც ყველა თინეიჯერის „ფლეილისტში“ იპოვით
ტოპ 5 ქართული ჯგუფი, რომლებსაც ყველა თინეიჯერის „ფლეილისტში“ იპოვით
მოუსმინეთ და გადმოიწერეთ სმარტფონში ტოპ 5 პოპულარული სიმღერა ქართველი ჯგუფების შესრულებით, რომლებიც თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1. LOUDspeakers


ალტერნატიული როკის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები საქართველოში. თანამედროვე როკ-ჯგუფი, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მასშტაბის შემოქმედებას ქმნის. 2018 წლის 27 ოქტომბერს, კინოსტუდიის პავილიონში, პირველად შეასრულეს თავიანთი საავტორო ქართულენოვანი კომპოზიცია „რომ არ დაშავდე“.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სიმღერის სტუდიურ ვერსიაზე მუშაობა. LOUDspeakers-ის ფანებს დასრულებული ვერსიის მოსმენა ნოემბრის ბოლოს შეეძლებათ. 

სიმღერის მოსასმენად "დააკლიკეთ" დინამიკის სიმბოლოს. გადმოსაწერად - Download-ს 

2. „არა“

ქართული ჯგუფი "არა" მუსიკოს ზურა ჯავახიას პროექტია. მათი შემოქმედება, ძირითადად,  ცხოვრებისეულ თემატიკაზეა აგებული. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "კი" და "გამოცდებმა" მოუტანა. მათი მუსიკა თინეიჯერების ზუმერს ამშვენებს.
სიმღერის მოსასმენად "დააკლიკეთ" დინამიკის სიმბოლოს. გადმოსაწერად - Download-ს


3. Bedford Falls


თინეიჯერების საამაყო ჯგუფი, რომლის სახელიც ცნობილ ფილმს "ეს მშვენიერი ცხოვრებაა" უკავშირდება. თუ გსურთ, რომ ისიამოვნოთ გემოვნებიანი მუსიკით, აუცილებლად მოუსმინეთ მათ.

სიმღერის მოსასმენად "დააკლიკეთ" დინამიკის სიმბოლოს. გადმოსაწერად - Download-ს


4. რეზო და ბავშვები


ჯგუფს ერთი კონკრეტული მიმართულება არ აქვს. მათი სიმღერები სოციალურ თემებზეა შექმნილი. სწორედ ამიტომ ისინი თინეიჯერებში აქტუალურობას არ კარგავენ.

სიმღერის მოსასმენად "დააკლიკეთ" დინამიკის სიმბოლოს. გადმოსაწერად - Download-ს


5. Killages


ერთი წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ახალი შექმნილია, მსმენელის გული მოკლე დროში დაიპყრეს, პირველივე წელს კი Altervision Newcomers 2017-ის გამარჯვებულები გახდნენ. მათ ხშირად იხილავთ საქართველოში ჩატარებულ ფესტივალებზე.

სიმღერის მოსასმენად "დააკლიკეთ" დინამიკის სიმბოლოს. გადმოსაწერად - Download-ს




თამარ ბოკუჩავა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30