14 რამ, რასაც 20 წლის ასაკში აკეთებდით და 30 წლის ასაკში ინანეთ
14 რამ, რასაც 20 წლის ასაკში აკეთებდით და 30 წლის ასაკში ინანეთ
20 წლის ასაკში მხოლოდ 2 საათი გძინავს. უწყრები მშობლებს, რომლებიც ჭკუას გარიგებენ. გადახვედი საცხოვრებლად ბოიფრენდთან/დაქალთან. სვამ ბევრ ყავას, მიირთმევ ფასტფუდს...
ხანმოკლე კავშირები - ნაცნობობა, პაემანი, სექსი 20 წლის ასაკში ნორმალურია, მაგრამ 30 წლისას სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა გჭირდება.

უძილობა - პარასკევს ბარში წასული შეიძლება შინ ორშაბათს გამთენიისას დაბრუნდე. მაგრამ 30
წლის ასაკში ერთი უძილო ღამე უქმეებზე და მკვდარივით იქნები სამსახურში.

ფასტფუდი - ჰამბურგერით და ფრით სადილობა საზიანოა, თუ არ გსურს 40 წლისთვის მსუქან დედაკაცს დაემსგავსო.

უაზრო საუბარი - (ტელეფონით, საერთოდ) ასაკის მატებასთან ერთად დროს ვეღარ მოკლავ უაზრობაზე.

დაგვიანება - პატარას ყველაფერი ეპატიება, მაგრამ 30 წლის ასაკში ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა უნდა გქონდეს.

შვებულება არაკომფორტულად - სტუდენტურად კარავში ღამის გათენება სახალისოცაა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, როცა დასასვენებლად წასვლამდე ჩემოდანში ნახევარ სახლს ჩატენი, არაკომფორტულად დასვენება გაგიჭირდება.

მომენტალური ფოტო - 20 წლის ასაკში ნაკლებად გაღელვებს, როგორ გამოდიხარ ფოტოზე. ასაკის მატებასთან ერთად გსურს, კადრში სექსუალური და ლამაზი იყო.

უცხოს მანქანაში - ენდობი ყველას და არ გეშინია საღამოს უცხო ადამიანთან მანქანაში ჩაჯდომის. 30 წლის ასაკში ამოწმებ ტაქსის ნომერს და იცავ უსაფრთხოების ყველა ზომას.

გადარბენაზე ჭამა - მართალია, 30 წლის ასაკშიც შეიძლება გქონდეს გადარბენა, მაგრამ საკვები უნდა მიიღო ჯანსაღი, სასარგებლო და ნელა ჭამო.

უსიამოვნება მშობლებთან - 20 წლის ასაკში მათი რჩევები ნერვებს გიშლის. წლების მატებასთან ერთად უფრო ხშირად გარბიხარ მათთან რჩევის საკითხავად.

საერთო საცხოვრებელი
- ახალგაზრდობაში უცხო ადამიანების გვერდითაც შეგიძლია იცხოვრო ერთ ოთახში, მაგრამ 30 წლის ასაკში საკუთარი ოთახი, ბინა გჭირდება, სადაც უცხოებს (ნაცნობებსაც კი) ასე ადვილად აღარ შეუშვებ.

ინტერნეტნაცნობობა - მხოლოდ წლების მატებასთან ერთად მიხვდები, რომ რეალურ ემოციებს ვირტუალური კავშირი ვერ შეგიცვლის.

ფულის ფლანგვა - ის ფული, რომელიც მშობლებმა მოგცეს, შეგიძლია წამში დახარჯო, მაგრამ საკუთარი შრომით გამომუშავებულს ასე ადვილად ვერ შეელევი.

სამოსი - 20 წლის ასაკში ნაკლებად აქცევ ყურადღებას, რა გაცვია სასწავლებელში, წვულებაზე, შინ... ასაკის მატებასთან ერთად უნდა გამოგიმუშავდეს საკუთარი სტილი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30