2 წლის წინ მას მსოფლიოს ულამაზეს ბიჭად მოიხსენიებდნენ - როგორ შეიცვალა 12 წლის მოსწავლის ცხოვრება
2 წლის წინ მას მსოფლიოს ულამაზეს ბიჭად მოიხსენიებდნენ - როგორ შეიცვალა 12 წლის მოსწავლის ცხოვრება
ეს ბიჭი 2016 წელს პლანეტის ყველაზე ლამაზ ბიჭად აღიარეს. 12 წლის ავსტრალიელი უილიამ ფრანკლინ-მილერი საერთოდ არ ელოდა ამ აღიარებას. მას ჩვეულებრივი გვერდი ჰქონდა "ინსტაგრამზე" და მეგობრებს უზიარებდა ახალ ფოტოებს. ერთხელაც მის ფოტოს იაპონელმა მოსწავლემ მიაქცია ყურადღება და "ტვიტერში" ატვირთა. მოულოდნელად ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაიწყეს ფოტოს გმირის მოძებნა და
სულ რამდენიმე დღეში უილიამის გვერდს "ინსტაგრამზე" უკვე 150 ათასი ხელმომწერი ჰყავდა. განსაკუთრებით მოეწონათ ბიჭი აზიელ გოგონებს, რადგან მათი მტკიცებით, უილიამი ძალიან ჰგავს იაპონიასა და კორეაში პოპულარული ჟანრის - ანიმეს პერსონაჟებს.
მალე კი მის შესახებ სამოდელო სააგენტოებმაც შეიტყვეს და დაიწყო მისი სამოდელო კარიერა.


ეგ კი არა, უილიამმა ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო და მოკლემეტრაჟიან ფილმსა და სერიალ "ჯეკ აირიშში" გამოჩნდა. ამბობს, რომ სამსახიობო კარიერა უფრო მოეწონა, ვიდრე სამოდელო და სავარაუდოდ, კინოში უფრო ხშირად ვიხილავთ.

იაპონიაში ბიჭს ახლაც იწვევენ შოუებში და მასზე ხშირად წერენ. იქ ის ნამდვილი სუპერგმირია. განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30