ტოპ 5 პერსპექტიული მომავლის პროფესია - რჩევები მომავალ სტუდენტებს
ტოპ 5 პერსპექტიული მომავლის პროფესია -  რჩევები მომავალ სტუდენტებს
პროფესია ქმნის შენს სამყაროს, გიყალიბებს ღირებულებებს, შეხედულებებს. ფაქტობრივად, ის შენი მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება და რა გასაკვირია, რომ არჩევანის გაკეთებამდე კარგად დაფიქრება და ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო.
დროსთან ერთად იცვლება ინტერესი და მოთხოვნა ამა თუ იმ პროფესიაზე. გაჩნდა სიტყვათა ახალი შეთანხმება - მომავლის პროფესია, რაც ბევრისთვის არცთუ ისე ნაცნობ პროფესიებს აერთიანებს.

Marao.ge
შეეცადა, მომავალი სტუდენტებისთვის ახალი, პერსპექტიული პროფესიები გაეცნო. რა იცით, იქნებ სწორედ ესაა ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მოგინდებათ:


1. სავაჭრო აგენტი

განვითარებად ქვეყანაში მომსახურების სფერო სულ უფრო და უფრო მაღალი ნიშნულისკენ მიემართება, რაც ამ სფეროში კვალიფიციური კადრების საჭიროებას ზრდის. თუ კომუნიკაბელურობითა და გაყიდვებისადმი ინტერესით გამოირჩევით, ეს პროფესია თქვენთვისაა. ამისთვის კი ეკონომიკის ან მენეჯმენტის მიმართულებით უნდა ისწავლოთ.

2. ინტერნეტმარკეტინგი

თუ სახლიდან გაუსვლელად ფულის შოვნაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ ბედი ინტერნეტმარკეტინგის სფეროში სცადოთ. ამ შემთხვევაშიც მარკეტინგის საბაზისო ცოდნა დაგჭირდებათ.


3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომელიც დიდ გამოცდილებასა და კარგ განათლებას მოითხოვს. კომპიუტერიზაციასთან ერთად კი, ამ პროფესიაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

4. მექატრონიკა - კომპიუტერული სისტემების შექმნა და ექსპლუატაცია

რა გასაკვირია, რომ ეს პროფესია უახლოეს მომავალში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის პირველი იქნება.

5. IT ანალიტიკოსი

ეს ის ადამიანია, ვინც თქვენს ტექნიკურ განათლებასა და კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს. ასევე, ამყარებს კომუნიკაციას IT პროდუქტების მომხმარებლებთან.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30