როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ზურგჩანთა ბავშვებისთვის – "ბიბლუსის" რჩევები
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ზურგჩანთა ბავშვებისთვის – "ბიბლუსის" რჩევები
სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე სულ უფრო ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა. ახლა სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი სკო­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ატ­რი­ბუ­ტის – ზურგჩან­თის არ­ჩე­ვას იწყე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ალ­თან ერ­თად, ის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფრ­თხო უნდა იყოს.

გი­ზი­ა­რებთ რამ­დე­ნი­მე გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას ზურგჩან­თის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ მის სწო­რად შერ­ჩე­ვა­ში:

პე­დი­ატ­რე­ბის რჩე­ვით, სას­კო­ლო ზურგჩან­თა სი­გა­ნე­ში
არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ბავ­შვის მხრებს, სიგ­რძე­ში კი არ უნდა იყოს 30 სან­ტი­მეტრზე მეტი;

სა­სურ­ვე­ლია ისე­თი სას­კო­ლო ზურგჩან­თის შერ­ჩე­ვა, რომ­ლის ზურ­გის ნა­წი­ლიც ორ­თო­პე­დი­უ­ლი იქ­ნე­ბა. ასე­თი ჩან­თის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვის ხერ­ხე­მალ­ზე ნაკ­ლე­ბი დატ­ვირ­თვა მო­დის;
სა­სურ­ვე­ლია, პირ­ველკ­ლა­სე­ლის ცა­რი­ე­ლი ჩან­თის წონა 1 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი არ იყოს. დატ­ვირ­თუ­ლი ჩან­თა კი ბავ­შვის წო­ნის 10%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

ზურგჩან­თის სა­ხე­ლუ­რე­ბი ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს. ზურგჩან­თის ზედა ნა­წი­ლი ბავ­შვის მხრებ­ზე მაღ­ლა არ უნდა ფიქ­სირ­დე­ბო­დეს, ხოლო ქვე­და ნა­წი­ლი კი თე­ძოს­თან.
ზურგჩან­თის სა­ხე­ლუ­რე­ბი გა­ნი­ე­რი უნდა იყოს, რათა სას­კო­ლო ნივ­თე­ბი ჩან­თა­ში ჩა­ლა­გე­ბის შემ­დეგ სწო­რად გა­და­ნა­წილ­დეს;
შე­ე­ცა­დეთ, ისე­თი ზურგჩან­თა შე­არ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ორ­ყუ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ასე­თი ზურგჩან­თის შემ­თხვე­ვა­ში მას­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი სწო­რად ნა­წილ­დე­ბა და ბავ­შვს არ უქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს;
კარ­გი ხა­რის­ხის ზურგჩან­თა სიმ­ძი­მის ჩა­ლა­გე­ბი­სას არ უნდა დე­ფორ­მირ­დე­ბო­დეს. არ უნდა ტკენ­დეს მხრებს და არ უნდა იწ­ვევ­დეს დის­კომ­ფორ­ტს;

სა­სურ­ვე­ლია, ზურგჩან­თის ღვე­დი ელას­ტიკ­უ­რი იყოს. მისი სი­გა­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 სმ უნდა იყოს, ხოლო სიგ­რძე კი - 50 სმ.
რო­დე­საც ჩან­თის სა­ზურ­გეს გა­რე­დან ნა­ჭე­რი აქვს გა­დაკ­რუ­ლი, ბავ­შვი ნაკ­ლე­ბად ოფ­ლი­ან­დე­ბა;
სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლის მოს­წავ­ლის­თვის ისე­თი ზურგჩან­თა შე­არ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის­გან იქ­ნე­ბა შე­კე­რი­ლი. ამის დად­გე­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ჩან­თას სუფ­თა ნა­ჭე­რი გა­და­უს­ვით და გაწ­მინ­დეთ. თუ ნა­ჭერ­ზე ფერი არ გა­და­ვი­და, ჩან­თა არც ბავ­შვის ტან­საც­მელს დას­ვრის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი დამ­ზა­დე­ბის­თვის სა­ში­ში სა­ღე­ბა­ვი არა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია;

ჩან­თის შერ­ჩე­ვი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მის შიდა გან­ყო­ფი­ლე­ბებ­საც, რაც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია. სკო­ლის მოს­წავ­ლეს ეს და­მა­ტე­ბით კომ­ფორ­ტს უქ­მნის. არც და­მა­ტე­ბი­თი ჯი­ბეა ზედ­მე­ტი. მა­გა­ლი­თად, ჯიბე, სა­დაც წყლის ბოთლს მო­ა­თავ­სებს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­თ უ­მე­ტეს მა­შინ, თუ ბავ­შვი სპორ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი;
უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სას­კო­ლო ჩან­თე­ბის შე­ძე­ნას "ბიბ­ლუ­სის" ფი­ლი­ა­ლებ­სა და ვებგ­ვერ­დზე შეძ­ლებთ:
https://biblusi.ge/products/category/?category=447






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31