თინეიჯერებისთვის ჩაცმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რამაა.
ისინი დიდხანს დგანან გარდერობთან და ფიქრობენ რა ჩაიცვან მეორე დღეს სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ პაემანზე. წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რაც თქვენ მეტად ტრენდულს და თანამედროვეს გაგხდით 2018 წელს.
1) მასიური მკლავები
მასიური მკლავები ალბათ თქვენი მშობლების დროს იყო მოდაში, თუმცა მოდა ბრუნავს. ეს სტილი თქვენ ძალიან გემოვნებიანსა და ორიგინალურს წარმოგაჩენთ თქვენს მეგობრებში.
2) თეთრი სადა მაისური
ლამაზი, კლასიკური და კომფორტული. მეტი რა სჭირდება თინეიჯერს, რომ თავი კარგად იგრძნოს? თუმცა ამ მაისურს ძალიან უხდება თანამედროვე ფერადი აქსესუარები.
3) ნეონის ფერები
აირჩიეთ ერთი სადა ფერის მაისური და გააფორმეთ ის ნეონის ფერებით- შემოიცვით ხასხასა ფერის ქურთუკი, ჩაიცვით ჭრელი, მოკლე ქვედაბოლო და გაიკეთეთ სხვადასხვაფერის აქსესუარები. ეს ნამდვილად ტრენდულია 2018 წელს.
4) გრძელი ნაქსოვი მოსაცმელები
ჩაიცვით მოკლე შორტი, ქვედაბოლო ან კაბა და შემოიცვით მასზე ძველებური ნაქსოვი ჟაკეტი. ამ სტილს ძალიან უხდება კედები.
5) ცხოველების პრინტები
ცხოველის პრინტიანიშემოსაცმელი და ჯინსები- ეს იდეალური ლუქია თინეიჯერებისთვის. ამ სტილს უხდება მეტალის აქსესუარები და სარკის ეფექტის კედები,
6) ღია ფერის კაბა ჯინსის ქურთუკთან ერთად
ღია ფერის კაბები, განსაკუთრებით, თეთრი, ღია ნაცრისფერი, სალათისფერი და ლიმონისფერი ძალიან მოდაშია. ჩაიცვით ისინი და შემოიცვით მასზე მასიური ჯინსის ქურთუკები. ეს თინეიჯერებისთვის იდეალური ლუქია.
7) შორტი კომბინიზონი
შორტი-კომბინიზონი გრძელმკლავიან მაისურზე 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოდური შეხამებაა. ბევრად უფრო ეფექტურია თუ მასზე შემოიხვევთ მაისურს( იხილეთ სურათზე)
8) სპორტული მაისური ჯინსებზე
თუ თქვენ განსაკუთრებულ ადგილას არ მიდიხართ და გსურთ კომფორტულად და ტრენდულად გამოიყურებოდეთ, ახალგაზრდებო, ეს ლუქი თქვენთვისაა. ჩაიცვით სადა, სპორტული მაისური ჯინსის შარვალთან და ქურთუკთან ერთად.
9) გაფორმებული ჯინსები
2018 წელს სხვადასხვა წარწერებითა და ორნამენტებით გაფორმებული ჯინსები მოდაში იქნება. თუ ჯერ თქვენ არ შეგიძენიათ, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ. აიღეთ ძველი ჯინსის შარვალი და მიაკერეთ თქვენთვის სასურველი ორნამენტი.
10) ძველებური სკოლის უნიფორმა
ჩაიცვით ძველებური უნიფორმა და ეცადეთ გაათანამედროვოთ ის თანამედროვე აქსესუარებით, ფეხსაცმელებითა და ქურთუკებით. ის სკოლის გარეთ, ყოველდღიურადაც შეგიძლიათ ჩაიცვათ.