1. ღია იასამნისფერი - ეს ფერი არა მხოლოდ გამორჩეული და მიმზიდველია, არამედ თქვენს სახეს სინათლესაც შემატებს.
იდეალური ფერია იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილში ყოფნა მოგბეზრდათ და გაზაფხულს სიახლეებით გინდათ შეეგებოთ.
{{ArticleSplitCont}}
2. თაფლისფერი ქერა - ომბრე - იგივე ტკბილი თაფლი.
თბილი ტონები ზაფხულს განსაკუთრებულად უხდება. ოქროსფერში გარდამავალი თმა მზეს ძალიან ემსგავსება. ომბრე კი მას კიდევ უფრო თანამედროვესა და საინტერესოს ხდის.{{ArticleSplitCont}}
3. ცეცხლოვანი წითელი - 2018 წელს სწორედ ამ ფერის თმას ანიჭებენ უპირატესობას საყოველთაოდ ცნობილი დიზაინერები.
დროა, გამბედაობა მოიკრიბოთ და გარისკოთ. ასეთი ფერის თმა ქალის სიძლიერეზე მიუთითებს.
{{ArticleSplitCont}}
4. გარდამავალი შავი - სწორედ ამ ფერის თმა აქვს მსახიობ ნინა დობრევს და არასგზით არ ღალატობს მას.
ეს ფერი დაცულობის შეგრძნებას აღვივებს და ამასთანავე, საოცრად ქალურია.
{{ArticleSplitCont}}
5. ყინულოვანი პლატინა - ქალბატონებო, თუ ყინულის დედოფლობაზე გაქვთ პრეტენზია, ამგვარი თმა სწორედ რომ სათქვენოა.
მეორენაირად მას თეთრ ქერასაც უწოდებენ.
ნათია ხუნაშვილი