რა უნდა ქნა, თუ ცხოვრებამ თხელი და ცხიმიანი თმით დაგაჯილდოვა? პრობლემის გადაწყვეტა პარიკითაც შეიძლება, მაგრამ მაინც გვსურს, ბუნებრივად გამოვიყურებოდეთ... სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მოიფიქრეს თმის დაგრძელება.
პროცედურა საკმაოდ მარტივია: შენს ბუნებრივ თმას სხვისას აწებებენ და ვუალა! შენ გრძელი და ხშირი თმის პატრონი ხდები.
გაინტერესებს, საიდან მოაქვთ თმა დაგრძელებისთვის?
ყველაზე ხშირად თმა „წარმოშობით“ ინდოეთიდან, აზიიდან ან ბრაზილიიდანაა. დიდ ნაწილს ადგილობრივი ტაძრებიდან აგროვებენ, სადაც ქალები ტრადიციის მიხედვით, წელიწადში ერთხელ სალოცავად მიდიან და კეთილდღეობის სანაცვლოდ საკუთარ თმას სწირავენ ღვთაებებს. ყოველ ტაძარში არის დალაქი, რომელიც მსურველებს თმას სჭრის. შემდეგ კი თმას ფაბრიკაში აბარებენ, სადაც გარეცხვის შემდეგ სპეციალურ მჟავაში ამოავლებენ, რომელიც მთლიანად ანადგურებს კუტიკულის ზედა ფენებს. თმა ხდება გაცილებით თხელი და კარგავს ნატურალურ ფერს. შემდეგ მას საჭირო ფრად ღებავენ და სილამაზის სალონებში აგზავნიან.
პრაქტიკა ამტკიცებს, რომ თმის დაგრძელების მეთოდი ჩვეულებრივი წებოთი კეთდება, რაც შემდგომ თვის ცვენას იწვევს. შაკიკი, ალერგია და თმისცვენა - ეს არასრული სიაა, რაც შეიძლება თმის დაგრძელებამ გამოიწვიოს. თმის ბოლქვი გათვლილია მხოლოდ საკუთარი თმის წონისთვის. როდესაც მას ძალით ამაგრებენ თმას, ზეწოლა სამჯერ იზრდება. სისხლძარღვები, რომლებიც მას კვებავენ, დეფორმირდება და თხელდება, რის შედეგადაც პროცესები ირღვევა.
კიდევ ერთი საფრთხე - არაპროფესიონალი სტილისტებია.