რაც უფრო ხშირად ვიბანთ თმას, მით უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება იგი. კიმ კარდაშიანი კი გვირჩევს, თმა ხუთ დღეში ერთხელ დავიბანოთ. სტილისტებს კი თავიანთი საიდუმლოებები აქვთ.
შამპუნი
- წყალი კომფორტული ტემპერატურის უნდა იყოს. წყლის ჭავლის ქვეშ ერთი წუთი გაჩერდით და დარწმუნდით, რომ თმა ბოლომდე დასველდა.
- ხელზე ორლარიანის ზომაზე შამპუნი დაისხით, ხელებით კარგად შეათბეთ და თავზე წრიული მოძრაობით შეიზილეთ. შემდეგ გადაინაწილეთ შამპუნი თმის ძირებიდან ბოლოებისკენ.
- შამპუნის ჩამობანვას 5 წუთი სჭირდება.
- თავის დაბანა გრილი წყლის გადავლებით დაასრულეთ. ის გაგიძლიერებთ ძირებს და ბზინვარებას მიანიჭებს თმას.
თავის დაბანის სქემა
ვარცხნილობა ისე დაგეგმეთ, რომ თმის დაბანა იშვიათად დაგჭირდეთ. კარდაშიანი ასე იქცევა: "პირველ დღეს თმა იდეალურად მაქვს, მეორე დღეს ცოტა ქაოსურად, მესამე დღეს თმის უთოთი ვისწორებ. მეოთხე დღეს "კუდს" ვიკეთებ. მეხუთე დღეს ვიბან".
სალბის ნაყენი
4 სადილის კოვზ გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი. დააყენეთ ჩაისავით. გადაივლეთ თბილი. სალბის ნაყენი ამშვიდებს თავის კანს. მკურნალობს ანთებით პროცესს.
თავის დაბანის გრაფიკი
თავის ყოველდღიურ დაბანაზე სამუდამოდ უარი უნდა თქვათ. თებერვალში უნდა დაიბანოთ დღეგამოშვებით, მარტში - ყოველ მეორე დღეს, აპრილში - ყოველ მესამე დღეს.
მშრალი შამპუნი
მშრალი შამპუნი უნდა გამოიყენოთ ვარჯიშამდე და არა მას შემდეგ. ვარჯიშის შემდეგ თმა იმდენად ცხიმიანია, რომ მშრალი შამპუნი აღარ უშველის.
ბალიშის პირის რეჟიმი
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ბალიშის პირი კვირაში ორჯერ უნდა შეცვალოთ. მშრალი თმის პატრონებმა - კვირაში ერთხელ.
ლიმონი ცხიმიანი თმისთვის
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, 1 ცალი ლიმონის წვენი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმის ძირებიდან ბოლომდე.
ნიღბები, ბალზამი
ბალზამი და კონდიციონერი თავის დაბანის შემდეგ უნდა წაისვათ თმაზე, ხოლო ნიღაბი - უშუალოდ დაბანის პროცესში. არ დაგავიწყდეთ წრიული მოძრაობებით თავზე მასაჟის გაკეთებაც.
ტესტი ჯანსაღ თმაზე
სტილისტ თომას თოის კლიენტები არიან სარა ჯესიკა პარკერი, ბლეიკ ლაივლინი, ჯუდ ლოუ, ელენ პეიჯი და სხვები. მას ჯანსაღი თმის გამოსავლენად მარტივი ტესტი აქვს: თმის ღერი წყლით სავსე ჭიქაში უნდა ჩააგდოთ. თუ ზედაპირზე დაცურავს, თმა ჯანმრთელია, თუ იძირება, აღდგენას საჭიროებს.
თუ თქვენც გაქვთ თმის მოვლის საიდუმლოებები, გაგვიზიარეთ.
ეს ყოველდღიური შეცდომა თმას გიფუჭებთ