10 საიდუმლო თმის გასახშირებლად და სიბზინვარის მისანიჭებლად
10 საიდუმლო თმის გასახშირებლად და სიბზინვარის მისანიჭებლად
ყველას უყვარს სქელი, გრძელი თმა. კარგი თმის სტილს შეუძლია შენი თავდაჯერებულობის ამაღლება. გქონდეს ჯანმრთელი თმა, ასეთი თმის მიღება შესაძლებელია სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. აი, რამდენიმე საიდუმლო, ხშირი და ლამაზი თმის შესანარჩუნებლად:


1. დროულად მიხედე ქერტლს

ჯანმრთელი თავის ქალის კანი არის ჯანმრთელი თმის გასაღები. შეიძინეთ შამპუნი, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას.
თუ ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ წაისვით თავის ქალის კანზე ლიმონის წვენი.

2. დალიეთ, სულ ცოტა, 8 ჭიქა წყალი დღეში

ეს არის გასაღები არა მარტო თმის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის. სწორი ჰიდრატაცია უნარჩუნებს თქვენს თავის ქალის კანს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას. ეცადეთ, სულ გედგათ მაგიდაზე წყლით სავსე ბოთლი, რათა მიიღოთ სასურველი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში.

3. დაიმასაჟეთ თავის კანი
დღეში, სულ ცოტა, 2 წუთის განმავლობაში თავზე გაიკეთეთ მასაჟი. ეს ეხმარება სისხლს მოძრაობაში, რაც შემდეგ იწვევს თმის სწრაფ ზრდას. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ხელების ზევიდან ქვევით წამოსული მოძრაობა.

4. ჩაიტარეთ ზეთის პროცედურა ძილის დროს

სცადეთ ქოქოსის ზეთი ან ინდური ზეთი, წაისვით თმის ძირებზე კვირაში ერთხელ მაინც. ქოქოსის ან სხვა ზეთი ამაგრებს თმის ძირებსა და მთლიანად ღერებს, რაც მათ ნაკლებ მტვრევადობას განაპირობებს. უნდა წაისვათ ზეთი, თმა შეიკრათ და აიწიოთ მაღლა, დაიძინოთ პირსახოცზე და შემდეგ დატკბეთ თქვენი ჯანმრთელი თმით.

5. მიიღეთ ომეგა-3
ჯანმრთელ თმას სჭირდება ჯანმრთელი საკვები. შეარჩიეთ საკვები, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ს. მაგალითად: ორაგული, ავოკადო ან ნუში.

6. მოერიდეთ შამპუნის გადამეტებული დოზით გამოყენებას
ბევრმა დაბანამ შეიძლება თავის ქალის კანი გამოაშროს. შეეცადეთ, თავი შამპუნით დაიბანოთ კვირაში მხოლოდ 2-ჯერ, რათა თმამ შეინარჩუნოს თავისი ნატურალური ცხიმი. დიდი დოზით შამპუნის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თმა, თმის მტვრევა და ქერტლიც კი.

7. ნაკლებად გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც თმას აცხელებს
მაგალითად, იშვიათად გამოიყენეთ ფენი, თმის გასასწორებელი და თმის დამხვევი საშუალებები. კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ ისინი, რათა მათგან გამოწვეულ საფრთხეს აარიდოთ თავი. დიდი რაოდენობით სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს თმის მტვრევა, ბოლოჭამიები და სიმშრალე.

8. გამოიყენეთ დამცავი, თუ იყენებთ რომელიმე ზევით აღნიშნულ საშუალებას
თუ აუცილებლად გჭირდებათ ფენის, გასასწორებლის ან დასახვევის გამოყენება, დაიცავით თმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის პროდუქტი, რომელიც იცავს თმას გადამეტებული სიცხისგან. მისი გამოყენება მაშინაც რეკომენდებულია, როდესაც მზეზე გიწევთ დიდი ხნით ყოფნა.

9. მოერიდეთ სველი თმის დავარცხნას

სველი თმის ვარცხნა იწვევს მათ მტვრევას. თმა ხდება სუსტი, როდესაც ის სველია, მარტივად იმტვრევა. გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი, თუ სველი თმის დავარცხნა გიწევთ. უფრო მეტად ასეთი სავარცხელი უნდა გამოიყენონ დახვეული თმის პატრონებმა.

10. მიიღეთ საჭირო ვიტამინები
ვინაიდან სწორ დიეტას მივყავართ ჯანმრთელი თმისკენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ვიტამინები, რომლებიც დადებითად ზემოქმედებს თმაზე. მაგალითად, მიიღეთ ვიტამინები, რომლებიც შეიცავს თუთიას. ამას გარდა, თმის გაზრდას ხელს უწყობს B ვიტამინი. თუმცა ამ ვიტამინებთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ისინი ხელს უწყობს თმის ზრდას სხეულის ყველა ადგილას. ამიტომაც მისი გადამეტებული დოზით მიღება არ იქნება კარგი გადაწყვეტილება.



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
11:15 / 11-07-2018
4 შვილიშვილის ბებიამ, ავსტრალიელმა კაროლინა ჰარტცმა ინტერნეტი "ააფეთქა" თავისი ფოტოებით. ვინ იფიქრებს, რომ ბიკინიში გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი 40 წელზე მეტისაა?
12:00 / 10-07-2018
მაკიაჟი საოცრებებს ახდენს - მას არა მხოლოდ ვიზუალის და სტილის შეცვლა შეუძლია, არამედ შესწევს ძალა, წლები მოგაკლოს და ბევრად ახალგაზრდა გამოგაჩინოს.
12:01 / 05-07-2018
ეს ნიღაბი თვალების ქვეშ შავი წრეებს და შეშუპებას მომენტალურად ხსნის. რეცეპტი ინდოეთიდან მოდის, სადაც კურკუმას არა მხოლოდ სუნელად იყენებენ საკვებში, არამედ სილამაზისთვისაც.
10:15 / 26-06-2018
სპატიფილუმს "ქალურ ბედნიერებას" ტყუილად არ ეძახიან, მას შეუძლია ოჯახში ჰარმონიისა და ბედნიერების შემოტანა; გასათხოვარ გოგონას თუ აჩუქებთ, მალე მის გაბედნიერებას გაიგებთ, თუ უშვილოს - დედა გახდება.
12:21 / 19-06-2018
იმისათვის, რომ მუდამ ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, 15 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
11:30 / 19-06-2018
ბოლო დროს შევნიშნე, რომ ჩემი კანი ისე არ გამოიყურება, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მიაწერო ცხოვრების აქტიურ წესს, სტრესებს და უძილობას, თანაც ასაკობრივი ცვლილებები, თუმცა, ჯერ ახალგაზრდა ვარ...
11:21 / 19-06-2018
გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდეთ მოხდენილად, ყოველგვარი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე? საქმე ტანსაცმლის სწორად არჩევაშია... და აი, კონკრეტულად რაში მგომარეობს ეს საიდუმლო.
11:06 / 18-06-2018
თავის კანი გამოჰყოფს ცხიმს, რომ დაიცვას თმა გამოშრობისგან. თუ თქვენი თმა მალ-მალე ცხიმიანდება, ეს უკვე რაღაც დარღვევაზე მიუთითებს.
11:39 / 11-06-2018
დაბერების პროცესი გენეტიკასა და თავის მოვლაზეა დამოკიდებული, მაგრამ ქალს აქვს ჩვეულებები, რომლებიც ნაადრევად აბერებს.
18:26 / 10-06-2018
რამდენიმე დღის წინ, ულამაზესმა ქეთამ თავის „ინსტაგრამგვერდზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც განსხვავებულად გამოიყურება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31