პომიდვრის ნიღაბს საოცარი მათეთრებელი ეფექტი აქვს და კანს სულ რაღაც რამდენიმე პროცედურაში გლუვსა და ნაზს ხდის, ამასთან, ანიჭებს ჯანსაღ ფერს.
დაგჭირდებათ:
ტომატის წვენი
თაფლი
რძე
მომზადება:
სუფთა ჯამში ჩაასხით 1 ს/კ ტომატის წვენი, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ რძე. კარგად აურიეთ და სამკურნალო ნიღაბი მზად არის.
წაისვით სუფთა კანზე, დაიმასაჟეთ თითების ნაზი მოძრაობით 5-10 წუთის განმავლობაში და გაიჩერეთ მთელი ღამით.
დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-3 ჯერ.
ასევე იხილეთ:
მას შემდეგ, რაც ეს ნიღაბი გავიკეთე, ჩემი შვილის ბებია აღარავის ვგონივარ...