ტუჩის პილინგი შაქრით, ბალზამი თაფლით, ტუჩის ირგვლივ ნაოჭების მოშორება მარტივი ვარჯიშით
ტუჩის პილინგი შაქრით, ბალზამი თაფლით, ტუჩის ირგვლივ ნაოჭების მოშორება მარტივი ვარჯიშით
თაფლის ბალზამი
• ქარისაგან დახეთქილ და აქერცლილ ტუჩებს თაფლი მოაშუშებს. მასში შედის A და E ვიტამინები, რომლებიც აღადგენს გამომშრალ კანს. ყურადღება, ტკბილის მოყვარულებო: ეს ბალზამი იმდენად არომატულია, რომ მაშინვე მისით პირის ჩატკბარუნება მოგინდებათ. თუმცა არ ღირს ამის გაკეთება, იმდენად, რამდენადაც კვლავ გაჩნდება სიმშრალის პრობლემა. გაალღვეთ ცეცხლზე სამი ჩაის კოვზი ფუტკრის
ცვილი. დაუმატეთ რვა ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და სამი კაფსულა ვიტამინი E. თუ არ გაქვთ ალერგია ეთერზეთებზე, დაუმატეთ ერთი წვეთი ლავანდის ზეთი.

შაქრის პილინგი
• იმისათვის, რომ პომადა უკეთ განაწილდეს ტუჩზე, ტუჩების ზედაპირი გლუვი უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა კვირაში ერთხელ გამოიყენოთ სკრაბი. ერთი სუფრის კოვზი შაქარი და სამი სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედგით. მასა წაისვით ტუჩებზე, მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ და ჩამოიბანეთ. ეს უჩვეულოდ სასიამოვნო პროცედურაა.

იცოდით თუ არა, რომ...
• ... თუ ყოველდღიურად დაიმასაჟებთ ტუჩებს, ისინი უფრო კაშკაშა და ფუმფულა გახდება. მასაჟის გაკეთება შეიძლება ახალი კბილის ჯაგრისით ან თითზე დახვეული ხაოიანი პირსახოცით. წაისვით ტუჩებზე სახისათვის განკუთვნილი ბალზამი ან კრემი და ფრთხილად შეიზილეთ ტუჩებზე წრიული მოძრაობებით.

Image result for lips gif
ნაოჭების მოცილება
• პირის ირგვლივ ნაოჭების წარმოქმნა შეიძლება თვიდან აიცილოთ, თუ კვირაში რამდენჯერმე ტუჩების ვარჯიშს გააკეთებთ. ყველაფერი ძალიან მარტივია: 8-10-ჯერ წარმოთქვით მკაფიოდ "ო", "ა", "ი", "უ". ან რვაჯერ შეუბერეთ ტუჩებით, თითქოს სანთელს აქრობდეთ.

პიტნის პომადა
• პიტნას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. წელიწადის ცივ პერიოდებში ტუჩები ჩვეულებრივზე უფრო მშრალი და აქერცლილია. პიტნის ჰიგიენური პომადა ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება იქნება. აიღეთ თითო ჩაის კოვზი ფუტკრის ცვილი, ჟოჟობას და ქოქოსის ზეთი. აურიეთ ინგრედიენტები და გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში (440 ვატი). მასა გააცივეთ, არ დაელოდოთ მის გამკვრივებას და ისე დაუმატეთ ორი წვეთი პიტნის ეთერზეთი. გადაიღეთ ბალზამი ყინულის მოსამზადებელ ფორმებში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში ნუ შედგამთ: რადგან გაყინვისას არამხოლოდ ფორმას, არამედ ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს.

Image result for lips gif
თქვენ შეგიძლიათ ტუჩები ბევრად მიმზიდველი და სრულყოფილი გახადოთ. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. საბედნიეროდ, დღეისათვის უამრავი ეფექტური და ნაცადი საშუალებები არსებობს.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ვიდეო სიახლეები
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი