1 - კარგი დღეა მკვებავი ნიღბების გასაკეთებლად, მასაჟი არომატული ზეთების გამოყენებით. თმის შეჭრას არ გირჩევთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ საქმიანი შეხვედრები და მგზავრობა.
2 ივნისი
თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. თმა მუქ ფერში ან ნატურალური მასალით შეიღებეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ და იმპულსურ ქმედებებს, კონფლიქტს.
3 ივნისი
დაიწყეთ დიეტა. კარგი დღეა სამედიცინო, აგრეთვე, კოსმეტიკური პროცედურებისა და ეპილაციისთვის. თმის შეჭრა უსიამოვნებებს მოგიტანთ სიყვარულში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დააკვირდით სიზმრებს.
4 ივნისი
კარგი დღეა სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. აგრეთვე, მანიკიურის გასაკეთებლად. გაიკეთეთ ეპილაცია. გაიწმინდეთ სახე. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისთვის.
5 ივნისი
დაიწყეთ დიეტა. კარგი დღეა სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. აგრეთვე, კოსმეტიკური პროცედურებისა და ეპილაციისთვის. გაიკეთეთ ეპილაცია. გაიწმინდეთ სახე. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.
6 ივნისი
კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, განტვირთვის დღის მოსაწყობად. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. არ გააფორმოთ იურიდიული დოკუმენტები.
7 ივნისი
ეწვიეთ სტომატოლოგს. თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ.
8 ივნისი
კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, განტვირთვის დღის მოსაწყობად. აგრეთვე, სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. ნუ შეიჭრით თმას. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გააუმჯობესეთ კონტაქტები.
9 ივნისი
მოიცილეთ არასასურველი თმა. კარგი დღეა ოპერაციებისა და სამედიცინო პროცედურებისთვის. ნუ შეიჭრით თმას. გაისტუმრეთ ვალები.
10 ივნისი
კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, განტვირთვის დღის მოსაწყობად. ხელებზე გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი. გაიკეთეთ ეპილაცია. გაიწმინდეთ სახე. კარგი დღეა ქორწინებისა და საცხოვრებელი მისამართის შესაცვლელად.
11 ივნისი
თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. თმა შეგიძლიათ ნებისმიერფრად შეიღებოთ. გაიკეთეთ ეპილაცია. გაიწმინდეთ სახე. კარგი დღეა მგზავრობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
12 ივნისი
კარგი დღეა ეპილაციისთვის. აგრეთვე, მანიკიურის გასაკეთებლად. გაიწმინდეთ სახე. მძიმე დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
13 ივნისი
სხვა დღისთვის გადადეთ სტომატოლოგთან ვიზიტი. გაიკეთეთ ეპილაცია. არ იაქტიუროთ. მოერიდეთ ავანტიურას. კარგი დღეა სამოსისა და ფეხსაცმლის შესაკეთებლად.
14 ივნისი
სხვა დღისთვის გადადეთ სტომატოლოგთან ვიზიტი. კარგი დღეა ვარცხნილობის შესაცვლელად. გაიკეთეთ ეპილაცია. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად; გააუმჯობესეთ ნათესაური კავშირები.
15 ივნისი
თმის შეჭრით მამაკაცების ყურადღების მიქცევას შეძლებთ. აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვის.
16 ივნისი
ახალმთვარეობაზე ვაქცინაციის გაკეთებას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. გაისტუმრეთ ვალები. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
17 ივნისი
გაიკეთეთ მასაჟი არომატული ზეთების გამოყენებით. კარგი დღეა მკვებავი ნიღბების გასაკეთებლად. მოერიდეთ თმის შეღებვას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.
18 ივნისი
კარგი დღეა თმის შესაჭრელად, განსაკუთრებით, ბავშვისთვის თმის პირველად შესაჭრელად. დადებითი ენერგიის მისაღებად ხშირ-ხშირად დაივარცხნეთ თმა. გაეცით ფული, ნივთები. კარგი დღეა ვარჯიშისთვის.
19 ივნისი
თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. კარგი დღეა ბავშვისთვის თმის პირველად შესაჭრელად. აგრეთვე, მანიკიურის გასაკეთებლად. აუჩქარებლად აკეთეთ თქვენი საქმე. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. მეტი დრო გაატარეთ ახლობელ ადამიანებთან.
20 ივნისი
გაიკეთეთ მასაჟი არომატული ზეთების გამოყენებით. კარგი დღეა მკვებავი ნიღბების გასაკეთებლად, ასევე, ეპილაციისთვის. უპირატესობა ვეგეტარიანულ საკვებს მიანიჭეთ.
21 ივნისი
ნუ შეიღებავთ თმას. გაიკაჟეთ სხეული. აიმაღლეთ ინტელექტის დონე. შეგიძლიათ დასვათ თამამი კითხვები, არსებობს შანსი, რომ გულწრფელი პასუხები მიიღოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
22 ივნისი
კარგი დღეა თმის ფერის კარდინალური შეცვლისთვის. შანსი გეძლევათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემომყოფებთან. შეეხმიანეთ მივიწყებულ მეგობრებს. გაიხალისეთ ცხოვრება.
23 ივნისი
ჩაიტარეთ ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ იქნებით გაღიზიანებული და ქაოსური.
24 ივნისი
ამ დღეს კარგია თმის შეღებვა. თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. პასიურობა და სიზარმაცე შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ თქვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
25 ივნისი
ამ დღეს კარგია თმის შეღებვა. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. გაფრთხილდით, არ მოიწამლოთ საკვებით. მოერიდეთ იმპულსურ და დაუფიქრებელ ქმედებებს.
26 ივნისი
თმის შეჭრა თქვენს ცხოვრებას ხალისიანსა და საინტერესოს გახდის. აგრეთვე, კარგია მანიკიურის გასაკეთებლად. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ. გაისეირნეთ ბუნებაში.
27 ივნისი
არ შეიჭრათ თმა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემომყოფებთან. გაემგზავრეთ სამოგზაუროდ. თუმცა, გაფრთხილება გმართებთ, ტრავმული დღეა.
28 ივნისი
კარგია ორგანიზმის გაკაჟების მიზნით მასაჟის გაკეთება. არ შეიჭრათ თმა. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. გაეცით ფული და ნივთები. გამოავლინეთ მოთმინება, აპატიეთ. მეტი იარეთ ფეხით.
29 ივნისი
კარგი დღეა მკვებავი ნიღბების გასაკეთებლად. თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. გადახედეთ წარსულს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.
30 ივნისი
კარგია ორგანიზმის გაკაჟების მიზნით მასაჟის გაკეთება. თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. თმა მუქ ფერად ან ნატურალური საღებავებით შეიღებეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
ჟურნალი "და ქალი"
(ივნისის ნომერი)