ყველა ქალს სურს, ნებისმიერ ასაკში ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. სურვილის ასასრულებლად ინგლისურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც 500 წლისაა, ამიტო თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი დრომ გამოსცადა.
ნიღაბი კეთდება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით; ასუფთავებ, კვებავს და ატენიანებს სახის კანს. და რაც მთავარია, იგი ნებისმიერი სახის კანს უხდება.
დაგჭირდებათ:
აიღეთ სამი ჭიქა: პირველში დაღერღილი შვრიის ფანტელები უნდა ჩაყაროთ, ზეთი (ნებისმიერი) დაასხათ და კარგად მოურიოთ.
მეორეში ჩადეთ წვრილ სახეხზე გახეხილი ვაშლი, რომელსაც დამატებული ექნება ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
მესამეში - მაწონი, რომელსაც ბოლო მომენტში 1 ჩ.კ სუფრის მარილს დამატებთ.
დაბოლოს, მინერალური წყალი ან გვირილის ნაყენი.
პირველი ნაბიჯი: სახეზე, კისერსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით პირველი ჭიქის შეამდგენლობა. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 5 წუთი.
მეორე ნაბიჯი: არ მოიშოროთ პირველი ნიღაბი და ზემოდანვე გადაისვით მეორე ჭიქის შემადგენლობა. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ 5 წუთი.
მესამე ნაბიჯი: ბამბის დისკი ჩაალბეთ მესამე ჭიქის შემადგენლობაში და ჩამოიბანეთ ნიღაბი. მარილინი მაწონი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ კიდევ 5 წუთი.
მეოთხე ნაბიჯი: მაწვნიან-მარილიანი ნიღაბი მინერალური წყლით ან გვირილის ნაყენით უნდა ჩამოიბანოთ.
სასურველია, ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთოთ. უმჯობესია, თუ მას მთელ ტანზე შეიზელთ.