რჩევები
6 კოსმეტიკური საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს (+ვიდეო)
6 კოსმეტიკური საიდუმლო, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს (+ვიდეო)
ვიდეო
თურმე, ბევრ ცნობილ და საბაზისო კოსმეტიკურ პროდუქტს საოცრების მოხდენა შეუძლია და მათი არა მხოლოდ საკუთარი დანიშნულებით გამოყენებაა შესაძლებელი.
ამიტომაც კოსმეტოლოგებმა გადაწყვიტეს, გვასწავლონ საიდუმლოებები, რომელთა მეშვეობითაც თითოეული კოსმეტიკური პროდუქტისგან მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ და რაც მთავარია, ზედმეტი კოსმეტიკისთვის ფულს აღარ დავხარჯავთ.

გთავაზობთ 6 კოსმეტიკურ საიდუმლოს, რომელიც ყველა ქალს გამოადგება:

1. ბავშვის პუდრი (ტალკი)
იცოდით, რომ ჩვეულებრივ და ძალიან იაფ ტალკს შეუძლია, თქვენი წამწამები ვიზუალურად ბევრად ხშირი და გრძელი გამოაჩინოს? ამ ეფექტის მისაღებად ბამბის ჩხირით ან ტუშის სუფთა ჯაგრისით პირველი ფენა ტუშის წასმის შემდეგ დაიდეთ ტალკი ძალიან თხლად წამწამებზე, შემდეგ კი მეორე ფენა ტუში გადაისვით.

2. კონსილიერი

იმისათვის, რომ თვალის ჩრდილები საღამომდე არ ჩამოგედღაბნოთ, მის წასმამდე ქუთუთოებზე წაისვით კონსილიერი.

3. წამწამების გამჭვირვალე ტუში

ეს მართლაც მრავალფუნქციური პროდუქტია! მისი გამოყენება შეგიძლიათ, მაგალითად, პრაიმერად (ბაზად) – ფერადი ტუშის წასმის წინ, წარბებისთვის ფორმის მისაცემად, როგორც გელი, ასევე გაპუწული თმის მოსარჯულებლადაც.


4. ე.წ. ცივი ან ყინულოვანი კრემი

დღეს ეს პროდუქტი ძალიან პოპულარულია დასავლეთში. ის არა მხოლოდ ატენიანებს კანს და იცავს ცუდი ამინდისგან, არამედ შესანიშნავად წმენდს კანს – ამიტომაც კრემის გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ მაკიაჟის ჩამოსაშორებლად.

5. კრემის ტექსტურის "რუმიანა"

აქ ყველაფერი დიდი ხანია ნათელია – კრემი "რუმიანა" შეგვიძლია გამოვიყენოთ პომადადაც და პირიქით, პომადა "კრემ-რუმიანად". უბრალოდ, ასეთი "რუმიანა" აუცილებლად მოვარდისფრო-წითელი უნდა იყოს, სხვა ტონი პრობლემებს შეგიქმნით.

6. თვალის მონაცრისფრო-ყავისფერი (ან სხვა მუქი) ჩრდილები

ასეთი ჩრდილები თავისუფლად შეგიცვლით თვალის ან წარბის ფანქარს.

7. სახის წმენდა + პლაზმოლიფტინგის პროცედურა მხოლოდ 49 ლარად `Style Smile Clinic / სთაილ სმაილ კლინიკ`-ში!



პლაზმოლიფტინგი-კანის გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდია.
პრეპარატად გამოიყენება ბუნებრივი რესურსი , რომელიც მდიდარია ტრომბოციტებით, რაც კანის რეგენერაციასა და აღდგენას უწყობს ხელს.

არ გჯერათ?
ნახეთ, როგორ აკეთებენ ამას პროფესიონალები:

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი