სოდის გამოყენების 11 უჩვეულო მეთოდი- იაფი, მაგრამ ეფექტური
სოდის გამოყენების 11 უჩვეულო მეთოდი- იაფი, მაგრამ ეფექტური
სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც კულინარიაშიც გამოიყენება და კოსმეტოლოგიაშიც. რატომ უნდა დახარჯოთ უამრავი ფული ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლის ეფექტსაც სოდის გამოყენებით მიაღწევთ. გთავაზობთ სოდის გამოყენების 11 საშუალებას, რათა კიდევ უფრო გალამაზებაში დაეხმაროთ საკუთარ თავს.

1. კანის გასაახალგაზრდავებლად და დასარბილებლად: შეურიეთ ერთმანეთში წყალი და სოდა, პროპორციით 3:1, სქელი ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. ახლა წაისვით სახის, ხელებისა და იდაყვების გაუხეშებულ ადგილებზე და წრიული მოძრაობით კანი დაგირბილდებათ და გაუხეშებული ნაწილები მოგცილდებათ.

2.
ფეხების მოსავლელად: შეურიეთ ერთმანეთს 2 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩ/კ
სოდა. ჩაყარეთ თასში, დაასხით ცხელი წყალი, როგორსაც გაუძლებთ და ჩაყავით ფეხები. ამგვარად ფეხიდან მოიშრებთ ჭუჭყსა და გაუხეშებულ კანს. შეგიძლიათ ფეხებიც წრიული მოძრაობებით დაიმუშაოთ, ისევე, როგორც პირველ პუნქტშია ახსნილი.

3.
აბაზანისთვის: აავსეთ სააბაზანო თბილი წყლით და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა. იგი გაგისუფთავებთ კანს და აბრეშუმისნაირს გაგიხდით. მაგრამ გახსოვდეთ, სოდიანი წყალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ კანიდან.

4.
სახის დასაბანად: სოდისა და თბილი წყლის სუსტი ნაყენი იდეალური საშუალებაა სახიდან კოსმეტიკისა და კანის გაუხეშებული ნაწილების მოსაშორებლად.

5.
თმის დასაბანად: დაუმატეთ 1/2 ჩ/კ სოდა შამპუნის იმ რაოდენობაში, რაც ერთ დაბანაზე გჭირდებათ. იგი გაგისუფავებთ თმას. არ დაგავიწყდეთ, თმის საფუძვლიანი დაბანა, რათა სოდა თმაზე არ დაგრჩეთ.

6.
სოდა – მშრალი შამპუნი: თუ თმა გაგიცხიმიანდათ, მაგრამ მის დასაბანად დრო არ გაქვთ, დააყარეთ სოდა სავარცხელს და დაივარცხნეთ თმა. სოდა ადვილად მოგაშორებთ ცხიმს და გაგიხალისებთ თმას.

7. ნამზეურს დაგიამებთ: მზის აბაზანის შემდეგ კანი რომ დაამშვიდოთ და გააგრილოთ, კანზე სოდისა და წყლის (პროპორციით 3:1) ფაფისებური მასა წაისვით.

8.
თმის სავარცხლისა და ჯაგრისის გასაახლებლად: ჯამში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი და დაუმატეთ 4 ჩ/კ სოდა, კარგად მოურიეთ და მასში ჩააწყვეთ თმის სავარცხელი და ჯაგრისი. ამგვარად მათ ლაკს, საღებავის ნარჩენებსა და სხვა კოსმეტკურ საშუალებებს მოაშორებთ.

9.
კბილების გასათეთრებლად: ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით მარილი და სოდა და მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები (ნამიანი ჯაგრისი ნარევში უნდა ჩააწოთ). ეს მეთოდი კბილებსაც გაგითეთრებთ, უსიამოვნო სუნსაც მოგაშორებთ და პირში არსებულ მიკროიარებსაც მოგიშუშებთ.

10.
ფრჩხილების მოსავლელად: სოდა დაგეხმარებათ გაისუფთაოთ ფრჩხილები და დაირბილოთ ნუნები. ამისათვის სოდა მანიკიურის ჯაგრისზე დაიყარეთ და ფრჩხილები საგულდაგულოდ გაიწმინდეთ.

11.
მწერების ნაკბების დასაამებლად: ნებისმიერი მწერის ნაკბენის შემდეგ კანზე ცოტა სოდა დაიყარეთ. იგი კანის სწრაფ შეხორცებასაც უწყობს ხელს.
თუ სტატია მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს, რათა მათაც გაიგონ სოდის სასწაულმოქმედი საშუალებების შესახებ.
კომენტარები (9)
ქეთევანი
ამათგან უმრავლესობა მიცდია და სწორედაც რომ მართალია.
მერიკუნა
რამდენი სიკეთეა, ამდენი სოდა ცხოვრებაში არ გამომიყენებია....
თეიმურაზ თორელი
11 დან 8 სრული სიმართლეა. დანარჩენი სამი არ ვიცი
თამუნა
ნამდვილად კარგია
სოფო
ყველაფერი ნორმების მიხედვით უნდა გაკეთდეს,როგორც წერია ისე თუ არ გავეკეთებთ ის ჩვენვე დაგვაზარალებს,
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
2018 წლის ტრენდული ვარცხნილობები 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის
13:23 / 25-05-2018
სანამ მაკრატელს ააკრიჭინებთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ვარცხნილობა მთლიანად ცვლის გარეგნობას.
7 საფეხური, როგორ გავიდიდოთ ტუჩები
14:54 / 24-05-2018
1. ოდნავ დაინამეთ ტუჩები ჩვეულებრივი მბზინავი საცხით ("ბლესკით");
სტილისტი კელსი პებლერი გვასწავლის, როგორ შევიღებოთ თმა სხვადასხვაფრად (ფოტო + ვიდეო)
12:26 / 24-05-2018
გაზაფხული ხალისისა და სილაღის სეზონია. ყველა ცდილობს, მას იმიჯი მოარგოს და დღე გაილამაზოს.
3 რეცეპტი, მუდამ 20 წლის რომ ეგონოთ გარშემომყოფებს
11:11 / 24-05-2018
თუ გსურთ, 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეთ, ფიტოესტრაგენებით მდიდარი პროდუქტები უნდა მიიღოთ. გთავაზობთ სამ რეცეპტს, რომელიც ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ.
ადრიანა ლიმას რჩევები, როგორ გავიკეთოთ საღამოს მაკიაჟი 2 წუთში + ვიდეოინსტრუქცია
15:10 / 23-05-2018
ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი მაკიაჟის გაკეთებას დიდ დროს ანდომებს, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტი საპირისპიროს გვიმტკიცებს.
ავტორუჯის მოშორების 5 ყველაზე ეფექტური ხრიკი
12:55 / 23-05-2018
წარუმატებლად წაისვი? მოგბეზრდა? ზოგ ადგილებში გადავიდა? - არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, მის მოშორებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება!
როგორ გავიქროთ მარტივი ნიღბის მეშვეობით თვალის ირგვლივ ე.წ. ბატის ფეხები (რეცეპტი-ინფოგრაფიკა)
13:24 / 22-05-2018
რეკომენდებულია, ნიღაბი გაიმეოროთ 2-3 დღეში ერთხელ 1-2 თვის განმავლობაში.
შეიზელ ნაწიბურებზე, იარებსა და ნაოჭებზე და ისინი წუთში ქრება...
10:33 / 22-05-2018
ამ ნიღაბს "ღმერთების ნექტარი" ეწოდება, რაც გასაკვირი არ არის: მის შემადგენლობაში ნამდვილად ძლიერი და სასწაულმოქმედი კომპონენტებია. ამასთან, ამ კომპონენტების მოძიება და ნიღბის დამზადება სირთულეს არ წარმოადგენს, შედეგი კი ნამდვილად გასაოცარი აქვს.
10 ხრიკი შიდა თეთრეულისთვის - ეს თქვენს ცხოვრებას შეცვლის
16:04 / 21-05-2018
სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი საქმის მხოლოდ ნახევარია. ჩამოვარდნილი თასმები, გაღიზიანებული კანი და სხვა პრობლემები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება მოაქვს.გაგაცნობთ 10 მარტივს ხრიკს, რომლებიც საგრძნობლად გაგიადვილებთ საყვარელ საცვლებთან „ურთიერთობას“.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი