როგორ განვსაზღვროთ ჩვენი სახის კანის ტიპი და როგორ მოვუაროთ სახის კანს?
როგორ განვსაზღვროთ ჩვენი სახის კანის ტიპი და როგორ მოვუაროთ სახის კანს?
ყველა ქალს სურს, ფლობდეს ტიტულს "ლამაზი, მოვლილი ქალი." თუმცა, სურვილი ერთია და საშუალება - მეორე. ვიზაჟისტსა და კოსმეტოლოგთან სისტემატური ვიზიტი საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული...
ჩვენი რუბრიკით შევეცდებით, პროფესიონალთა ისეთი რჩევები მოგცეთ, სახლიდან გაუსვლელადაც რომ შეძლოთ გალამაზება. სანამ მაკიაჟის ხელოვნებას დავეუფლებოდეთ, სახის კანის მოვლა უნდა ვისწალოთ. ამაში პროფესიონალი ვიზაჟისტი, ქალბატონი მაკა მიქაბერიძე
დაგვეხმარება.

სახის კანის ტიპები
სანამ სახის მოვლას დავიწყებდეთ, საჭიროა, გავარკვიოთ, როგორი ტიპის კანი გვაქვს: ნორმალური, მშრალი თუ ცხიმიანი. ამის დასადგენად დილით, პირის დაბანამდე, სახეზე სუფთა ხელსახოცს იფარებენ. თუ მას ცხიმის ლაქები აჰყვა, ე.ი. ცხიმიანი კანი გაქვთ. თუ ლაქებს მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის არეში შენიშნავთ, კომბინირებულ ტიპს განეკუთვნებით. ხოლო თუ ხელსახოცი მშრალი დარჩება, იმის მანიშნებელია, რომ მშრალი კანი გაქვთ.

ზოგ ქალბატონს ასეთი ექსპერიმენტით დასკვნის გამოტანა უჭირს. ამიტომ მათ დასახმარებლად ყველა ტიპის კანის აღწერას შევეცადეთ. ეს დაგეხმარებათ შემდგომში სახის მოვლის სწორედ ის წესი აირჩიოთ, რომელიც თქვენს სახეს მოუხდება. მაშ ასე:

ნორმალური კანი
- ასეთი კანი უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ. ნორმალური კანი ხავერდოვანია, არ ჩანს ფორები და ფერისმჭამელები. ნაკლებია თმიანობა. 30 წლამდე არ ჩნდება ნაოჭები. კანი ადვილად იტანს ცუდ კლიმატურ პირობებს.

მშრალი კანი
- მშრალი კანი უმეტესად თეთრი ფერის ადამიანებს აქვთ და ძალიან ლამაზია, რადგან არ ჩანს ფორები, ფერისმჭამელები და არ პრიალებს. ასაკში შესვლისას, მშრალი კანისთვის დამახასიათებელია ბადისებრი დანაოჭება. ძნელად ეგუება კლიმატურ პირობებს.

ცხიმიანი კანი
- ასეთი ტიპის კანს მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სიპრიალე. დატვირთულია გახსნილი ფორებით. მიდრეკილია შავი ფერისმჭამელებისკენ. ადვილად იტანს სიცივეს და რაც მთავარია - გვიან ბერდება.

სახის კანის მოვლა
როცა უკვე გარკვეული გაქვთ თქვენი სახის კანის ტიპი, შეგიძლიათ მის მოვლაზე ზრუნვაც დაიწყოთ. მოვლა კი მხოლოდ კრემის წასმას არ გულისხმობს. წესად აქციეთ, რომ სახეს დილითაც დაუთმოთ დრო და საღამოსაც.

თუ ნორმალური კანი გაქვთ

დილით:

1. სახე გაიწმინდეთ შესაფერისი კოსმეტიკური რძით ან ლოსიონით;
2. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ სასურველია გადაივლოთ გვირილის ნაყენი;
3. წაისვით მკვებავი კრემი და გაიჩერეთ 20 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ აუცილებლად შეიმშრალეთ ჰიგიენური ხელსაწმენდით;
4. წაისვით დამატენიანებელი კრემი და გაიჩერეთ 30 წთ-ით. შემდეგ შეიმშრალეთ ხელსაწმენდით.
5. წაისვით დამცავი კრემი მაკიაჟის გაკეთებამდე 15 წთ-ით ადრე.

ღამით:
1. კოსმეტიკური საშუალებით მოიცილეთ მაკიაჟი;
2. სახე ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით;
3. გადაივლეთ გრილი წყალი ან რაიმე ბალახის (მაგალითად, გვირილის, ოხრახუშის, ნიახურის ან კამის) ნაყენი;
4. შემდეგ წაისვით ტონიკი. სახე არ უნდა შევიმშრალოთ და არც ჩამოვიბანოთ, ტონიკი სახეზე უნდა შეშრეს.
5. როცა შეგაშრებათ, წაისვით მკვებავი 20 წთ-ით. შემდეგ კი შეიმშრალეთ ხელსახოცით;

თუ მშრალი კანი გაქვთ

დილით:

1. სახე რძით ან ლოსიონით გაისუფთავეთ;
2. ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
3. შეისხით ოთახის ტემპერატურის წყალი;
4. წაისვით მკვებავი კრემი;
5. წაისვით დამატენიანებელი კრემი;
6. წაისვით დღის დამცავი კრემი;

საღამოს:

1. მაკიაჟი მოიცილეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებით. სასურველია ნუშის რძით. მშრალ კანზე ლოსიონის გამოყენებას არ გირჩევთ;
2. ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
3. გადაივლეთ სოდიანი წყალი (1 ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ სოდა);
4. წაისვით შესაფერისი ტონიკი;
5. წაისვით ღამის მკვებავი;
6. წაისვით დამატენიანებელი კრემი;

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ

დილით:

1. სახე გაიწმინდეთ ლოსიონით;
2. ჩამოიბანეთ ცხელი წყლით;
3. გადაივლეთ სახეზე მჟავის შემცველი საშუალებები;
4. სახეზე შეისხით გრილი წყალი;
5. წაისვით ტონიკი;
6. წაისვით მკვებავი კრემი;
7. წაისვით დამცავი კრემი.

საღამოს:

1. მოიცილეთ მაკიაჟი რძით, საპნით ან ლოსიონით.
2. სახე დაიბანეთ თბილი წყლით;
3. გადაივლეთ ძმარი ან ძმრიანი ცივი წყალი;
4. სახეზე შეისხით ცივი წყალი;
5. წაისვით ტონიკი;
6. წაისვით ღამის მკვებავი კრემი.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მაკიაჟი, რომელიც სამყაროს დაპყრობაში დაგეხმარებათ! კონკიიდან პრინცესობამდე სულ რამდენიმე წუთში!
12:27 / 21-06-2018
ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ გალამაზდეთ 15 წუთში ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროდუქტების მეშვეობით: ტონალური კრემი, ლაინერი, ჩრდილები, ტუში, პომადა და პუდრი.
მზისგან დამცავი კრემი წაისვით და მაინც დაიწვით? SPF კრემის გამოყენების 6 შეცდომა
11:37 / 21-06-2018
BASF-ის ქიმიური კონცერნის ექსპერტები გვირჩევენ, როგორ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი, რომ კანი ნამზეურის შემდეგაც ჯანმრთელი და ახალგაზრდული დარჩეს.
როგორ მოიშოროთ ცხიმი მუცლიდან? – 6 ეფექტური რეკომენდაცია
18:24 / 20-06-2018
მუცლის არეში ცხიმის დაგროვება ხშირად გენეტიკითაა განსაზღვრული - დააკვირდით დედის ან ბებიის მუცელს. ხშირად ის მენოპაუზის ან პოლიკისტოზის დროსაც მოულოდნელად ჩნდება.
ტოპ-7 პროდუქტი, რომელიც მკერდის ზომას ზრდის
16:53 / 20-06-2018
მკერდის ზომა - ეს ის თემაა, რომელიც ბევრ ქალს აწუხებს, თუმცა ყოველთვის ქირურგიული ჩარევები როდია საჭირო.
15 ყოველდღიურად გამოსაყენებელი რჩევა თავის მოსავლელად
12:21 / 19-06-2018
იმისათვის, რომ მუდამ ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, 15 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
აი, რატომ ჯობს კანზე მხოლოდ იმის წასმა, რისი ჭამაც შეიძლება!
11:30 / 19-06-2018
ბოლო დროს შევნიშნე, რომ ჩემი კანი ისე არ გამოიყურება, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მიაწერო ცხოვრების აქტიურ წესს, სტრესებს და უძილობას, თანაც ასაკობრივი ცვლილებები, თუმცა, ჯერ ახალგაზრდა ვარ...
11 ხერხი იმისთვის, რომ ვიზუალურად უფრო მაღალი და  მოხდენილი გამოვჩნდეთ
11:21 / 19-06-2018
გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდეთ მოხდენილად, ყოველგვარი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე? საქმე ტანსაცმლის სწორად არჩევაშია... და აი, კონკრეტულად რაში მგომარეობს ეს საიდუმლო.
დიდი ტუჩები ინიექციის გარეშე: მარტივი და ეფექტური მეთოდები
17:34 / 18-06-2018
აუცილებელი არ არის, ტუჩების დაბერვის უსაფრთხო პროცედურას მიმართოთ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდები პრობლემას დროებით გადაჭრის, მაგრამ სრულიად უსაფრთხოდ.
კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს: ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტები
15:26 / 18-06-2018
ლამაზი შეფუთვა და თავსმოხვეული ბევრისმთქმელი რეკლამა - სწორედ ამ ფაქტების დამსახურებით, ქალები ხშირად ყიდულობენ კოსმეტიკას, რომელმაც შესაძლოა იმედები გაუცრუოთ. სამწუხაროდ, ხშირად მოვლის საშუალებები არ იძლევა დაპირებულ ეფექტს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30