სილამაზის 27 პროფესიონალური ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
სილამაზის 27 პროფესიონალური ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
ყველა ქალს აქვს სილამაზის თავისი პატარ-პატარა საიდუმლოებები. როგორ მოვიქცეთ, როცა თვალის უპეები ჩაშავებული გვაქვს? როგორ დავიყენოთ სწორად თმა ისე, რომ წვეულების ბოლოსაც შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ? როგორ გავიკეთოთ შინ იდეალური მანიკიური?
მსგავსი კითხვები ბევრ ქალს აწუხებს. არაჩვეულებრივი შანსი გაქვს, შეავსო შენი ცოდნა თავის მოვლასთან დაკავშირებით: ეს 27 ხრიკი ნებისმიერ ქალს გამოადგება:



1. გსურს,
რომ ფრჩხილზე ლაქი სწრაფად გაშრეს? ჩაყავი ლაქწასმული თითები ყინულიან წყალში – უსწრაფესად გაგიშრება.



2. სანამ ფრჩხილზე ლაქს წაისვამდე, ნუნებზე ბამბის ჩხირით ზეითუნის ზეთი წაისვი. ასე მარტივად მოიშორებ ლაქს, რომელიც შემთხვევით კანზე მოგხვდება.



3. ლაიფხაკი მათთვის, ვისაც დრო არ აქვს და სწრაფად აქვს მანიკიური გასაკეთებელი. წაისვი ძველ მანიკიურზე გამჭვირვალე ლაქი, ზემოდან დაიყარე შესაფერისი ტონის ბრჭყვიალები (ე.წ. ბლიოსტკები) – ფრჩხილები მაშინვე გარდაიქმნება.



4. ფრჩხილის პრიალა ლაქის გლუვად, ხაოიანად გადაკეთება ძალიან მარტივია: გააჩერე ლაქწასმული თითები რამდენიმე წუთით ორთქლზე – წყლის ან სუპის, მაგალითად. შესანიშნავ გლუვ ზედაპირს მიიღებ!



5. მოგეხსენებათ, ბრჭყვიალებიანი მანიკიურის მოცილება ფრჩხილიდან არც ისე ადვილია. ამიტომაც დაასველე ბამბა აცეტონში, დაიდე თითოეულ ფრჩხილზე და შეიხვიე ფოლგით. რამდენიმე წუთში ლაქი მთლიანად მოგცილდება.


6. აუცილებლად წაისვი მკვებავი ბალზამი თვალების ქვეშ: ყველაზე მოსახერხებელი ამის გაკეთება არათით არის.



7. იმისათვის, რომ მაკიაჟს ბუნებრივი სიბზინვარე მიანიჭო, მაკიაჟის გაკეთების სულ ბოლო ეტაპზე ლოყებზე წაისვი რამდენიმე წვეთი ზეთი.


8. თუ ფანქრით სწორი ხაზების გაკეთება თვალებზე არ გამოგდის, ისწავლე ფანქრის ჰორიზონტალურად დაჭერა და ფანქრის მსხვილი ბოლოთი ხატვა – ეს წარმატების საწინდარია. პირველივე გასმაზე სწორი ხაზი არ გამოგივა, ამიტომაც 3-4 პატარა შტრიხის გაკეთება მოგიწევს. ისრის ხატვა თვალის შუა ხაზიდან დაიწყე.



9. იქამდე,
სანამ თვალისა და ტუჩის ფანქარს გათლიდე, რამდენიმე ხანი ისინი მაცივარში მოათავსე – ასე ნაკლებ მტვრევადი იქნება ფანქარი.



10. შეურიე მუქი და ღია ფერის თვალის ჩრდილები ერთმანეთში – მაგალითად, ყავისფერი მუქ-მწვანეს და ლურჯი კრემისფერს. ჩრდილების ასეთი ვარიანტი წვეულებისთვისაც გამოგადგება და ყოველდღიური მაკიაჟისთვისაც.



11. ღაწვის ჩრდილი (ე.წ. რუმიანა) ღაწვებზე თმის ზრდის მიმართულებით წაისვი.



12. მაკიაჟის მოსაშორებელი შეუდარებელი საშუალებაა – ქოქოსის ზეთი. ჩამოიშორე ჩვეული წესით მაკიაჟი, შემდეგ ბამბის ტამპონზე დაასხი ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი და ჩამოიშორე დარჩენილი ჭუჭყი არა მარტო სახიდან, არამედ თვალებიდანაც. შედეგი არაჩვეულებრივია!



13. დაიყარე შეღებილ ტუჩებზე შესაფერისი ფერის თვალის ჩრდილები – ასე პომადა ბევრად დიდხანს გაგიძლებს ტუჩზე.



14. სანამ თვალზე ტუშს წაისვამდე, წამწამების ქვეშ დაიდე მუყაოს პატარა ნაჭრები (მაგალითად, სავიზიტო ბარათის). ასე თამამად შეგიძლია წაისვა ტუში და არ ინერვიულო, რომ თვალის ირგვლივ ქუთუთები დაგესვრება!



15. როცა დაბანის შემდეგ თმაზე კონდიციონერს წაისვამ, მსუბუქი მოძრაობებით გაინაწილე ის თმის მთელ ზედაპირზე და აცადე თმას, გაშრეს ისე, რომ არ დაივარცხნო. ამ მეთოდით თმა არ გაგეპუწკება.

16. როცა თმას ფენით იშრობ, მოცულობის მისაცემად დაიწყე ჰაერის ცხელი ნაკადით გაშრობა თმის ძირებიდან.


7. ნაწნავის გაკეთებისას, გამოიყენე თმის დასაყენებელი მუსი - ასეთი მარტივი ვარცხნილობაც კი ბევრად ლამაზი გამოვა.


18. არ დაგავიწყდეს თმის დავარცხნა წინ გადახრილი თავით. ეს კარგად ამაგრებს თმის ძირებს.



19. როცა არ გაქვს დრო თმის დასახვევად დილით, წინა საღამოდან იზრუნე ამაზე: წაისვი დასაფიქსირებელი კრემი თმის რამდენიმე დანაყოფზე, დაადე თითოეული ნაწილი ფოლგის ნაჭრებს და გადაახვიე. დილით ულამაზესი ხვეული თმით გაიღვიძებ.



20. პირსახოცით თმა ძალიან ძლიერად არ გაიშრო. ასე თმა სუსტდება. შეეცადე, უხეში პირსახოცის ნაცვლად რბილი ქსოვილი გამოიყენო – ამისთვის ძველი მაისურიც გამოდგება.



21. მშრალი შამპუნი, ანუ ბავშვის ტალკი თმის ძირების ზედმეტი ცხიმიანობისგან გიხსნის. დაიყარე ცოტაოდენი პუდრა ძირებში – თმა სუფთა და მოცულობითი იქნება მთელი დღის განმავლობაში.


22. ყოველთვის იქონიე სამუშაო ადგილას სახისა და სხეულის დამატენიანებელი სპრეი, განსაკუთრებით, ცხელი ზაფხულის დღეებში. კარგად დატენიანებული კანი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება!


23. დილაობით თვალები ცივი წყლით დაიბანე ან უბრალოდ, გაიწმინდე ყინულის კუბებით – ასე უცებ მოიხსნი შეშუპებას და კანი მოვლილი და ლამაზი გახდება.



24. კანზე ანთებითი ადგილები ნაკლებშესამჩნევი გახდება, თუ პრობლემურ ადგილებზე ყინულს დაიდებ. ძალიან კარგია გამონაყარის დროს გაყინული "ნაფტიზინის" წვეთები – ნებისმიერი სახის მუწუკი ასე შეუმჩნეველი გახდება.



25. არ იჩქარო გამოუსადეგარი სახის კრემის გადაგდება. წაისვი სქელ ფენად ფეხის ტერფზე, უმჯობესია, ღამით. დილით საოცრად ნაზი ფეხის ტერფები გექნება.



26. საუკეთესო, რაც შეგიძლია საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის გააკეთო, არის - იყიდო წვენსაწური და ყოველდღე მოიმზადო სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ახალ-ახალი წვენები.


27. სცადე მშრალი სკრაბირების გაკეთება – ინტენსიურად გაიხეხე სხეული მშრალი ჯაგრისით იქამდე, სანამ შხაპს მიიღებდე. ამის შემდეგ საოცრად ნაზი კანით აღფრთოვანდები...


კომენტარები (3)
Aroma Product Georgia
ამ რჩევებდი რამოდენიმე ზეთია მითითებული რაც შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე დაათვალიეროთ. ვეცდებით კიდევ უფრო მრტი ინფორმაციაც მოგაწოდოთ.
თამუნა
ზეთი ღაწვებზე და ტალკი თმაში მაგარი იყო :-D
ნათი
ზეთმა დამშოკა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
10 შეცდომა, რომელსაც კანის მოვლისას ვუშვებთ. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
16:13 / 16-07-2018
იმისათვის, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ, ბევრ რამეზე ვართ წამსვლელები, მაგრამ არის თუ არა ჩვენი ყველა მონდომება გამართლებული? აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, სარგებლის მაგივრად, ამ მონდომებისას ზიანი მივაყენოთ ჩვენს გარეგნობას.
მზე, ზღვა, პლაჟი: როგორ დავიცვათ ზაფხულში თვალები გამოშრობისგან
15:43 / 16-07-2018
ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია, დასვენების, მოგზაურობის და კარგი განწყობის პერიოდი. სიგიჟემდე მიყვარს ზღვა.
დილის 20-წუთიანი რიტუალი წონაში დასაკლებად. ნუ დაუტოვებ კალორიებს ნურცერთ შანსს!
15:36 / 16-07-2018
თუ ფიქრობთ, რომ წონაში დაკლება დიეტებისა და სპორტის გარეშე რთული ამოცანაა, ძალიან ცდებით.
მოკლე თმის დაყენების 7 ფანტასტიკური ვარიანტი. ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების! (+ვიდეოგაკვეთილი)
12:03 / 13-07-2018
ბევრი გოგონა გრძელ თმას ანიჭებს უპირატესობას და ექსპერიმენტების კეთების მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ეშინია, რომ არ იცის, მოუხდება თუ არა მოკლე ვარცხნილობა.
არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილების ხალხური მეთოდი (+ვიდეოგაკვეთილი)
11:32 / 13-07-2018
ეს საოცარი ხალხური მეთოდი ნაცადია და როგორც ირწმუნებიან, სამუდამოდ გაგათავისუფლებთ არასასურველი თმისგან. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც იღლიაში, ბიკინის ზონაში, ფეხებზე, ასევე სახეზეც.
რა არ სურთ კაცებს: 6 აკრძალული  მაკიაჟი
11:12 / 13-07-2018
გამოკითხული მამაკაცები მაკიაჟის იმ სახეობებს ასახელებენ, რომლებიც საშინლად სძულთ.
15 მოდურ ვარცხნილობას ერთ წუთში გაიკეთებთ
14:51 / 12-07-2018
ზაფხულში მოდურ ვარცხნილობას მარტივად გაიკეთებ და ამისთვის სალონში წასვლა არ დაგჭირდება.
20 შეცდომა, რომელსაც თმის დამოუკიდებლად შეღებვისას ვუშვებთ
14:32 / 12-07-2018
ცოდვა გამხელილი ჯობს და ზოგჯერ, თმას შინ, დამოუკიდებლადაც ვიღებავთ ხოლმე. შემდეგ კი ვბრაზდებით, თუ სასურველი ფერი ვერ მივიღეთ, დავსვარეთ ავეჯი და ერთ კვირაში თმა ისევ შესაღები გაგვიხდა. თუმცა, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან.
რით ჩავანაცვლოთ ზაფხულში ტონალური კრემი?
16:01 / 11-07-2018
ის გოგონებიც კი, რომლებიც მინიმალურად იყენებენ მაკიაჟს, კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის ინახავენ ტონალურ კრემს, თუმცა ცხელ ამინდში ის კანის გაღიზიანებას იწვევს.
70 წლის ავსტრალიელი მოხდენილად გამოიყურება, მან მხოლოდ ერთ პროდუქტზე თქვა უარი
11:15 / 11-07-2018
4 შვილიშვილის ბებიამ, ავსტრალიელმა კაროლინა ჰარტცმა ინტერნეტი "ააფეთქა" თავისი ფოტოებით. ვინ იფიქრებს, რომ ბიკინიში გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი 40 წელზე მეტისაა?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31