არსებობს თუთიის მალამო და არსებობს სალიცილ-თუთიის მალამო. უკანასკნელი კარგად აშრობს გამონაყარს და რეკომენდებულია მხოლოდ პრობლემური კანისთვის; თუთიის მალამო კი ცხიმიანია და შესანიშნავად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, დახეთქილი ტუჩებისა და ხელებისთვის.
თუთიის მალამოს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ფორების შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები. კანის გაწმენდის შემდეგ, ნებისმიერი ანთების და ფერიმჭამელების დროს წაისვით კანზე თუთიის მალამო.
გამონაყარის გაჩენისას წაისვით ძილის წინ თუთიის მალამო, დილით - მისი კვალიც კი აღარ იქნება! ამას გარდა, ის ეფექტურია ნაღრძობების, დალურჯებების და კოღოს ნაკბენის დროს.
თუთიის მალამო ასწორებს ნაოჭებს, ათეთრებს კანს და აშორებს გაღიზიანებას. "ცინკის" პასტისგან განსხვავებით, ის არ აშრობს კანს.
სრულად იხილეთ: reitingi.ge