აიღეთ 2 ჩ.კ სააფთიაქო გვირილის ყვავილები, 2 ჩ.კ. ცაცხვის ყვავილი, 2 ჩ.კ. სალბი (შალფეი).
ეს ყველაფერი ყავის საფქვავში კარგად დაფქვით. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი, იმდენი რომ ნიღბის მასა გამოვიდეს ანუ სქელი კონსისტენციის, რათა სახეზე არ ჩამოგეღვენთოთ. გაიჩერეთ 30 წუთი და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის გაკეთება საკმარისია კვირაში ერთხელ.