კბილების გათეთრების ეს მეთოდი უძველესი დროიდან არის ცნობილი. ის აბსოლუტურად უვნებელია, იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ სხვა არაპროფესიონალური პოპულარული საშუალებებისგან განსხვავებით, კბილების ნახშირით გათეთრებით არ ზიანდება ღრძილები და კბილის ემალი.
როგორ გავითეთროთ ნახშირით კბილები?
გახსენით 2 აბი ნახშირი ცოტაოდენ წყალში. მასა უნდა გამოვიდეს სქელი, დაახლოებით კბილის პასტის კონსისტენციის, ამიტომაც წყალი ბევრი არ მოგივიდეთ. უბრალოდ, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალი მინის ან კერამიკულ ჭურჭელში და დაუმატეთ დაფხვნილი ნახშირი.
მიღებულ მასაში ამოავლეთ კბილის ჯაგრისი და 2 წუთის განმავლობაში იხეხეთ კბილები. შემდეგ გამოივლეთ წყალი და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. შეეცადეთ, ნახშირის ნამცეცები არ დაგრჩეთ კბილებში. ნახშირს გემო თითქმის არ აქვს და პროცედურა არანაირ უარყოფით შეგრძნებას არ იწვევს.
შეგიძლიათ ასევე, უბრალოდ, ჩაღეჭოთ ნახშირის აბი, შემდეგ კი გაიხეხოთ კბილები ჯაგრისითა და პასტით; ან დააყაროთ კბილის პასტას დაფხვნილი ნახშირი და ასე გაიხეხოთ კბილები.
აქტივირებულ ნახშირს აქვს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი და უკვე მესამე პროცედურის შემდეგ თქვენ აშკარა ეფექტს შეამჩნევთ: კბილები აბსოლუტურად სუფთაა, აღარ არის არანაირი ნადები და თქვენი ღიმილი თვალისმომჭრელია.
ნახშირით კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ 7-10 დღეში ერთხელ (სიხშირე დამოკიდებულია კბილების ემალის მდგომარეობასა და მგრძნობელობაზე).