აღმოსავლეთში საპატარძლოები ოდითგანვე საგულდაგულოდ ემზადებოდნენ ქორწილისთვის და ერთ-ერთი აუცილებელი ტრადიცია ამ მზადებისას ზედმეტი თმის მოცილება იყო სხეულიდან.
ეს ტრადიცია აღმოსავლეთში დღემდე შემორჩა. ქალი ქორწილის პირველ ღამეს საქმროსთან უნაკლოდ და რაც მთავარია, აბრეშუმივით პრიალი სხეულით უნდა წარდგეს.
როგორ აღწევენ ისინი კანის ასეთ სიპრიალეს? ამაში მათ მოდური – შუგარინგი – ეხმარებათ. ეს სიტყვა ინგლისურიდან ითარგმნება: sugar – "შაქარი" და ring – "წრე".
მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სხეულიდან თმა შაქრის სიროფის მეშვეობით მოვიშოროთ.
ამბობენ, რომ ეს მეთოდი თავად კლეოპატრას გამოგონებაა. სცადეთ, გააკეთოთ სახლის პირობებში – ეს ხომ ყველაზე პრაქტიკული და უსაფრთხო მეთოდია ზედმეტი თმის მოსაცილებლად. ამასთან, ის დროთა განმავლობაში, პრაქტიკულად, უმტკივნეულო ხდება.
შუგარინგის რეცეპტი
კომპონენტები:
- 8 სუფრის კოვზი შაქარი
- 4 სუფრის კოვზი წყალი
- 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ მომინანქრებულ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ, თორემ შეიძლება მიიწვას. დაახლოებით 15 წუთში მასა მიიღებს მოყავისფრო ფერს და წებოვანი გახდება. დააყოვნეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი და გადმოდგით.
მას შემდეგ, რაც შუგარინგი მზად იქნება, შეაგრილეთ. გადმოიღეთ ცოტაოდენი მასა ხელზე და თუ შეძელით მისი დაგორგოლავება, ესე იგი, ყველაფერი სწორად გააკეთეთ.
როგორ გავიკეთოთ შუგარინგი სახლის პირობებში?
- სპეციალური ხის ნიჩბით ცოტაოდენი თბილი სიროფი დაიდეთ იმ ადგილებზე, სადაც გსურთ, რომ მოიცილოთ ზედმეტი თმა და დააცადეთ, სანამ მასა ცოტათი არ გაგრილდება.
- ამის შემდეგ კარამელი ხელის სწრაფი მოძრაობით აიძრეთ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით და დატკბით მიღებული შედეგით.
- თუ მასა კანზე დადებამდე ძალიან გაგიცივდათ და გამაგრდა, შეგიძლიათ შეათბოთ.
- მას შემდეგ, რაც მოიცილებთ ზედმეტ თმას, ჩამოიბანეთ შაქრის ნარჩენები თბილი წყლის მეშვეობით.
- თავდაპირველად შუგარინგი მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში კანი მიეჩვევა და ზედმეტი თმისგან გათავისუფლება ამ მეთოდით სასიამოვნო პროცესად გექცევათ.
ძალიან საიმედო და პრაქტიკული მეთოდია – არასასურველი თმისგან მინიმუმ 2 კვირით გათავისუფლდებით.