რჩევები
ნივთები, რომლებიც ახალ წლამდე უნდა გადაყაროთ
ნივთები, რომლებიც ახალ წლამდე უნდა გადაყაროთ
რაც უფრო რთული და მძიმეა წინა წელი, მით უფრო დიდი იმედითა და ხალისით ვეგებებით ახალს. ბევრი ჩვენგანი მას ახალი ნივთებით ხვდება და შენაძენი კიდევ უფრო უმაღლებს საახალწლო განწყობას.

განახლება არათუ სასურველი, აუცილებელიცაა, როცა საქმე კოსმეტიკას ეხება. კოსმეტიკური პროდუქციის ვარგისიანობისთვის დადგენილია გარკვეული ვადები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვადაგასული პროდუქციის გამოყენება.
ასევე საყურადღებოა, თუ სად ყიდულობთ პარფიუმერიას. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ბრენდული პროდუქცია ძვირია, იმავეს შეძენა კი ბაზრობაზე გაცილებით იაფად შეიძლება.

ამის ფონზე ყურადღების მიღმა გვრჩება ხარისხი და გვავიწყდება, თუ რამხელა ზიანის მომტანია უხარისხო კოსმეტიკა. ამასთან, წინასაახალწლოდ ბრენდული ქსელებიც ხომ ფასდაკლებას აცხადებენ.

გთავაზობთ პარფიუმერიის იმ ნიმუშებს, რომლებიც მალე უნდა განაახლოთ, ძველები კი ახალ წლამდე მოიშოროთ თავიდან:

ტონალური კრემი -  ძლებს 6 თვე. ზამთრის პერიოდში სასურველია გამოიყენოთ ორმაგი ეფექტის ტონალური, რომელსაც კანის დამატენიანებელი თვისებებიც აქვს.
Image result for bb cream gif
წამწამის ტუში - ყოველ სამ თვეში უნდა განაახლოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაამატოთ მასში ადუღებული წყალი ან სხვა რამ. ვადაგასულმა ტუშმა, შესაძლოა თვალის გაღიზიანება ან სულაც, ანთება გამოიწვიოს.

Image result for womans eyes toush gif
თვალის კორექტორი - გახსნილ მდგომარეობაში სამი თვე ინახება. ვადაგასულმა პროდუქციამ, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

Related image
ლაინერი -  6 თვე ძლებს. მისი ფასი არცთუ ისე დიდია, განსაკუთრებით, წინასაახალწლო ფასდაკლებების დროს. ამიტომ, სასურველია, დროულად მოიშოროთ თავიდან ჩამშრალი ლაინერი.

Image result for eyes liner gif
პომადა - ძლებს 2 წელი, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ის პარფიუმერიის ყველაზე სახიფათო წარმომადგენელია და დიდი ყურადღებაა საჭირო მისი არჩევისას. დადგენილია, რომ ქალბატონების ორგანიზმში, რომლებიც პომადას ყოველდღე მოიხმარენ, ტყვიის შემცველობა დიდია.
Image result for lipstick gif



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31