ვინ არ იცის ტუჩების მოხატვა? - იკითხავთ თქვენ, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, ლამაზი ტუჩების მაკიაჟი გქონდეთ.
ფანქარი
ფანქრით ტუჩების მოხატვა საკმაოდ რთულია. ტუჩის კონტურს ფანქარი იდეალურად უნდა გადაატაროთ. თუ გსურთ, ტუჩი ოდნავ გაზარდოთ, ფანქარი ტუჩის კონტურის ზემოთ გადაიტარეთ. სასურველია, ჯერ უფერო, კანის ფერი ფანქარი გადაიტაროთ და მერე ფერადი. გირჩევთ,
ფანქარი ყოველთვის გამოიყენოთ. არა აქვს მნიშვნელობა, პომადას ხმარობთ თუ ბზინვარე საცხს.
მქრქალი პომადა
ჯერ ფანქარი წაისვით ტუჩის კონტურზე. ახლა
მქრქალი პომადა წაისვით. სასურველია, ფუნჯით წაისვათ. თუ თხევადია, უკეთესია. უმჯობესია, ორი ფენა წაისვათ.
მბზინავი პომადა
სანამ მას წაისვამთ, ტუჩებზე ჯერ პუდრი ან ტონალური კრემი წაისვით. არ დაგავიწყდეთ ფანქარი. თუ გსურთ, ტუჩებს მეტი მიმზიდველობა მიანიჭოთ, მეტი
მზინვარება დაიტანეთ ტუჩის შუაში.
ბზინვარე საცხი
ტუჩებზე ჯერ წაისვით უფერო ფანქარი ან ტუჩის ფერის. არ წაისვათ ტუჩებზე ბევრი "ბლესკი", ერთ-ორი გადასმა საკმარისია.
დაასრულეთ? ახლა გაიღიმეთ და დარწმუნდით, რომ ტუჩები იდეალურად გაქვთ მოხატული.